პროფესიული განათლების წარმატებული შედეგები — ზუგდიდის აკადემიის მორიგი გამოშვება

✨ საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდის აკადემიაში 11-კვირიანი მოკლევადიანი პროგრამა — „მანიკურ-პედიკურის სპეციალისტი“ 60-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა. 🎓
კურსის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა წარმატებით გაიარეს ზეპირი გასაუბრება და შესაბამის კომისიას მაღალპროფესიული და შთამბეჭდავი პრაქტიკული ნამუშევრები წარუდგინეს. 💼✨საგანმანათლებლო პროცესი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა:
📚 თეორიული ნაწილი: ნინო ზარანდია და ნინო გადელია
✂️ პრაქტიკული ნაწილი: მარინე ხურცია და ელენე ყურაშვილი
პროგრამის პრაქტიკული კომპონენტი რეალურ სამუშაო გარემოში, პარტნიორ ბაზებზე — შპს „სილამაზის სტუდიოსა“ და ინდ. მეწარმე მარინე ხურციას სილამაზის სალონში განხორციელდა, რამაც მსმენელებს პროფესიული უნარების სრულყოფილად ათვისების შესაძლებლობა მისცა. 🏢🤝
მსმენელთა, კომისიის წევრთა და პროგრამის განმახორციელებელთა შეხვედრა და კურსის დასრულება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. 🎉🥂
ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ ენთუზიაზმითა და ახალი მიღწევებით სავსე პროფესიულ გზას! 🚀🎯

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *