შპს საზოგადოებრივ კოლეჯ „ზუგდიდის აკადემიაში“ აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი პროგრამის – „კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების განვითარება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში“ – სასწავლო პროცესი.
პროგრამას წარმატებით ხელმძღვანელობს ქალბატონი ლელა გრიგოლაია. აღნიშნული კურსი ორიენტირებულია პედაგოგიური კომპეტენციების გაღრმავებაზე, სწავლების ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვასა და სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 📚🧠
მოცემული ინიციატივა ემსახურება სკოლამდელი აღზრდის სისტემაში ხარისხიანი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფას და მომავალი თაობის ჰოლისტური განვითარებისთვის მყარი საფუძვლის ჩაყრას. 🌟👶

