პრაქტიკული აქტივობა თემაზე „საქართველო“ ქ. ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღში ✨

ქ. ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღში, მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამის — „სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“ — ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა შედეგზე ორიენტირებული პრაქტიკული აქტივობა თემაზე: „საქართველო“. 🤍❤️

აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზებას. პროგრამის მსმენელთა მაღალი ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნა საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად წარმართვა და დასახული მიზნების მიღწევა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მისი წარმატებული რეალიზაცია ქალბატონ ლელა გრიგოლაიას პროფესიული ხელმძღვანელობით წარიმართა.

განსაკუთრებული მადლობა ქ. ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული ნაბიჯი განვითარებისკენ არის მიმართული! 🌟🇬🇬📚

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *