ინკლუზიური გარემო და ზრუნვა თითოეულ ბავშვზე: მოკლევადიანი პროგრამის წარმატებული მიმდინარეობა ქ. ზუგდიდის N15 საბავშვო ბაღში

ინკლუზიური გარემო და ზრუნვა თითოეულ ბავშვზე: მოკლევადიანი პროგრამის წარმატებული მიმდინარეობა ქ. ზუგდიდის N15 საბავშვო ბაღში

ქ. ზუგდიდის N15 საბავშვო ბაღში  წარმატებით მიმდინარეობს მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა — „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა“.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები ეუფლებიან მნიშვნელოვან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მიმართულია ინკლუზიური გარემოს შექმნისა და თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების მხარდაჭერისკენ.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ქ. ზუგდიდის N15 საბავშვო ბაღის გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მომავალი თაობების განვითარებაზე ზრუნვისთვის. ერთად ჩვენ ვქმნით უკეთეს, თანაბარ და მეგობრულ გარემოს ყველასთვის! 🌟🤝

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *