პროფესიული უნარების სააგენტომ გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის საგენტოს მხარდაჭერით 21-23 ივნისს ქობულეთში ჩაატარა კონფერენცია „უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი“. კონფერენცია მიეძღვნა პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ახალ ფაზას და იმ ინოვაციური მიდგომებს, რომელთა დანერგვასაც სააგენტო სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გეგმავს. კონფერენციაზე განიხილეს პროფესიული განათლების სფეროს მართვის ახალი მოდელი და მისი როლი უნარების ეკოსისტემის განვითარებაში. პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციები წარადგინეს და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ იმსჯელეს როგორიცაა: უნარების სისტემის ინტერნაციონალიზაცია, უნარების სისტემის ციფრული ტრანსფორმაცია, უნარების სისტემის კვლევა, კვალიფიკაციების განვითარების ახალი მოდელი, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მარეგულირებელი ჩარჩო, კოლეჯების ინსტიტუციური განვითარების ხედვა, ავტორიზაციის სტანდარტების დანერგვის პროცესი, უნარების სისტემის საკომუნიკაციო სტრატეგია. კონფერენციის დასასრულს, განხილული თემების ირგვლივ შემაჯამებელ დისკუსიაზე კონფერენციის მონაწილეებმა რეფორმის ეტაპზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები გააზიარეს. კონფერენციას ესწრებოდა საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის დირექტორი, ნესტანი აბსავა .
- 25 ივლ
- 2022