2023 წლის 7 ივლისს ზუგდიდი მოლში ,,დასაქმების ახალგაზრდული ფორუმი” გაიმართა. რომელიც ორგანიზებული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და ზუგდიდის მოლის მიერ.
ფორუმზე მოწვეული იყვნენ საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის კურსდამთავრებულები და სტუდენტები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დამსაქმებელთა მიერ წარმოდგენილ ვაკანსიებს და პირისპირ რეჟიმში გასაუბრებოდნენ მათ, ორივე მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში შემდგომი დასაქმების მიზნით.
აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და დასაქმების მაჩვენებლის გაზრდის ხელშეწყობისათვის.