საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში 10 ივნისს “სახანძრო უსაფრთხოების” ტრენინგი გაიმართა.
აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის ადმინისტრაციისთვის, რომელიც ჩაატარა აკადემიის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტმა ბატონ ლევან ზარქუამ.
ტრენინგზე ადმინისტრაციისთვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ, კერძოდ არსებული შესაძლო ხანძრის საფრთხეების გამოვლენა და რეაგირება, პრევენცია, ხოლო ხანძრის შემთხვევაში საგანგებო, კრიზისული გეგმის მიხედვით მოქმედება.
ტრენინგის ბოლოს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა რამდენიმე ინსტრუქტაჟი ჩაატარეს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვით