საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში პროფესიულ სააგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე პირთა საყურადღებოდ
კოლეჯის დირექტორის ბრძანების თანახმად საბუთების მიღების ვადად განისაზღვრა 20, 23 , 24 ,25 ოქტომბერი
აპლიკანტებმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა წარადგინონ ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლთან ერთად);
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი – (ატესტატი ან დიპლომი);
ორი ფოტოსურათი 3X4-ზე;
სახელის ან გვარის შეცვლის რეგისტრაციის დოკუმენტი;
უცხოეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი;
არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში – მშობლის/მეურვის პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი ან/და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის სათანადო უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მაგ: მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა).
სავალდებულოა წარმოადგინოთ ის განათლების დოკუმენტი რომელიც მითითებული გაქვთ რეგისტრაციისას პორტალზე : www.vet.emis.ge .წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ რეიტინგულ ადგილს.