საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში დასრულდა ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო მოკლევადიანი პროგრამა ” სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში .
პროგრამის დასასრულს ბენეფიციარებმა ქ.ზუგდიდის მე- 2 საბავშვო ბაღში ჩაატარეს შემაჯამებელი ღია აქტივობები პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების შესაბამისად:
მცირე ჯგუფურ აქტივობაში ჩართვა საჭიროებისამებრ;
რუტინული აქტივობების წარმართვა;
წიგნიერების წარმართვა დიდ და მცირე ჯგუფებში;
დაწესებულებიდან გასვლით ღონისძიებების წარმართვა;
უსაფრთხოებაზე და ჯანმრთეკობაზე ზრუნვა;
მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის აქტივობებს ესწრებოდა ა(ა)ი.პ. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს დირექტორი ქალბატონი ხათუნა თოლორაია.
ქალაქ ზუგდიდის მე-2 საბავშვო ბაღის გამგე ქალბატონი ქეთინო მესხია.
საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის მომზადება/გადამზადების პროგრამის კორდინატორი ქალბატონი ლელა გრიგოლაია, პროგრამის განმახორციელებელი მასწავლებლები ნინო წურწუმია და როზეტა დარასელია.
საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქალბატონი მანანა ჯალაღონია.
ბენეფიციარების აქტივობები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო აღსაზრდელების ჩართულობით. შეფასებულ იქნა თითოეული ბენეფიციარი პროგრმიდან გამომდინარე შედეგების შესაბამისად . პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი დადებითად შეფასდა .