გარე მხარდაჭერის მისიით 11,12 და 13 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდს აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ქალბატონი ნანა შარაბიძე. ვიზიტი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივ კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში აღნიშნული მოდულური სწავლების მიმდინარეობის შესწავლას და ახალი მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობას. მუშაობა წარიმართა მდგომარეობის გაცნობის, აზრთა ურთიერთ შეჯერების, საქმიანი კონსულტირების ვითარებაში. გარე მხარდაჭერის სპეციალისტი გაეცნო შესაბამის დოკუმენტაციის, დაესწრო მეცადინეობას. შეხვდა კოლეჯის ადმინისტრაციას და გააცნო ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ. ჰქონდა შეხვედრა – გასაუბრება აკადემიის პროფესიულ სტუდენტებთან. შემაჯამებელ შეხვერდაზე ექსპერტმა მიუთითა აკადემიის მუშაობის დადებით მხარეებზე, ასევე სარეკომენდაციო ხასიათის რჩევებზე. აკადემიის დირექტორმა ნესტან აბსავამ დადებითად შეაფასა აკადემიაში ექსპერტ ნანა შარაბიძეს ვიზიტი და აღნიშნა, რომ სამდღიანი დატვირთული სამუშაო პროცესი აღმოჩნდა საქმიანი, ნაყოფიერი. არის რეკომენდაციები. რაც დაგვეხმარება საქმიანობის სრულყოფაში“. ვიზიტმა ჩაიარა კეთილმოსურნეობის, მხარდაჭერისა და გამოცდილების, მიდგომების ურთიერთგაზიარების ფორმატში.