საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში დასრულდა ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო მოკლევადიანი პროგრამა ” სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში .
პროგრამის დასასრულს ბენეფიციარებმა ქ.ზუგდიდის მე- 2 საბავშვო ბაღში ჩაატარეს შემაჯამებელი ღია აქტივობები პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების შესაბამისად:
მცირე ჯგუფურ აქტივობაში ჩართვა საჭიროებისამებრ;
რუტინული აქტივობების წარმართვა;
წიგნიერების წარმართვა დიდ და მცირე ჯგუფებში;
დაწესებულებიდან გასვლით ღონისძიებების წარმართვა;
უსაფრთხოებაზე და ჯანმრთეკობაზე ზრუნვა;
მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის აქტივობებს ესწრებოდა ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის უფროსი ქალბატონი ხათუნა თოლორაია.
საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის დირექტორი ქალბატონი ნესტანი აბსავა.
საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის პროფესიული მასწავლებელი , სააღმზრდელო დაწესებულებების მეთოდისტი ქალბატონი ლელა გრიგოლაია.
ბენეფიციარების აქტივობები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო აღსაზრდელების ჩართულობით. შეფასებულ იქნა თითოეული ბენეფიციარი პროგრმიდან გამომდინარე შედეგების შესაბამისად . პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი დადებითად შეფასდა .