სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წარმატებით დასრულდა

🔰საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში დასრულდა ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო მოკლევადიანი პროგრამა ” სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში .
✅ პროგრამის დასასრულს ბენეფიციარებმა ქ.ზუგდიდის მე- 2 საბავშვო ბაღში ჩაატარეს შემაჯამებელი ღია აქტივობები პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების შესაბამისად:
✔მცირე ჯგუფურ აქტივობაში ჩართვა საჭიროებისამებრ;
✔რუტინული აქტივობების წარმართვა;
✔წიგნიერების წარმართვა დიდ და მცირე ჯგუფებში;
✔დაწესებულებიდან გასვლით ღონისძიებების წარმართვა;
✔უსაფრთხოებაზე და ჯანმრთეკობაზე ზრუნვა;
✅ მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის აქტივობებს ესწრებოდა ა(ა)ი.პ. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს დირექტორი ქალბატონი ხათუნა თოლორაია.
✅ ქალაქ ზუგდიდის მე-2 საბავშვო ბაღის გამგე ქალბატონი ქეთინო მესხია.
✅ საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის მომზადება/გადამზადების პროგრამის კორდინატორი ქალბატონი ლელა გრიგოლაია, პროგრამის განმახორციელებელი მასწავლებლები ნინო წურწუმია და როზეტა დარასელია.
✅ საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქალბატონი მანანა ჯალაღონია.
ბენეფიციარების აქტივობები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო აღსაზრდელების ჩართულობით. შეფასებულ იქნა თითოეული ბენეფიციარი პროგრმიდან გამომდინარე შედეგების შესაბამისად . პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი დადებითად შეფასდა .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *