2023 წლის 4 ივნისს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია-ში, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა , პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებულმა ტრენერმა – ბორის ოსიპიანმა , ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პირველადი გადაუდებელი დახმარება“.
ტრენინგი ჩატარდა ზუმის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. ტრენინგი მიზნად ისახავდა პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის საჭირო ცოდნის გაზიარებას .