შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია აცხადებს ვაკანსიას 2024 წლის 21 ივნისიდან 2024 წლის 5 ივლისამდე დირექტორის მოადგილის და პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების კოორდინატორის პოზიციებზე.
პოზიცია – დირექტორის მოადგილე :
– სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი;
– ვაკანსია გამოცხადდეს თითო ადგილზ;
– გამოსაცდელი ვადა – 3 თვე;
– განათლება – უმაღლესი განათლება;
– სამუშაო გამოცდილება – საგანმანათლებლო სფეროში მენეჯერის პოზიციაზე არააკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
– სასურველია – საქართველოს კანონის „პროფესიული განათლების შესახებ“ცოდნა; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების ცოდნა;
პოზიცია- პროფესიული მომზადება–გადამზადების პროგრამების კოორდინატორი :
– სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი;
– ვაკანსია გამოცხადდეს თითო ადგილზე;
– გამოსაცდელი ვადა – 3 თვე;
-განათლება – უმაღლესი განათლება;
-სამუშაო გამოცდილება – საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
-სასურველია -საქართველოს კანონის „პროფესიული განათლების შესახებ“ცოდნა; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად პირმა უნდა წარმოადგინოს
– წერილობითი განცხადება;
– პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
– ავტობიოგრაფია (CV);
– ერთი ცალი ფოტო სურათი ფორმით 3X4;
– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
– მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი .
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zugdidisakademia@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
დამატებითი ინფორმაცია კოლეჯის შესახებ: www.akademiazug.ge
გისურვებთ წარმატებას!