კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო მოკლევადიანი პროგრამაში ჩართულმა მსმენელებმა პროგრამის დასრულება ახვადასხვა სახის აქტივობებით აღნიშნეს

🔰საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში დასრულდა ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო მოკლევადიანი პროგრამა ” სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში .
✅ პროგრამის დასასრულს ბენეფიციარებმა ქ.ზუგდიდის მე- 2 საბავშვო ბაღში ჩაატარეს შემაჯამებელი ღია აქტივობები პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების შესაბამისად:
✔მცირე ჯგუფურ აქტივობაში ჩართვა საჭიროებისამებრ;
✔რუტინული აქტივობების წარმართვა;
✔წიგნიერების წარმართვა დიდ და მცირე ჯგუფებში;
✔დაწესებულებიდან გასვლით ღონისძიებების წარმართვა;
✔უსაფრთხოებაზე და ჯანმრთეკობაზე ზრუნვა;
✅ მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის აქტივობებს ესწრებოდა ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის უფროსი ქალბატონი ხათუნა თოლორაია.
✅ საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის დირექტორი ქალბატონი ნესტანი აბსავა.
✅ საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის პროფესიული მასწავლებელი , სააღმზრდელო დაწესებულებების მეთოდისტი ქალბატონი ლელა გრიგოლაია.
ბენეფიციარების აქტივობები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო აღსაზრდელების ჩართულობით. შეფასებულ იქნა თითოეული ბენეფიციარი პროგრმიდან გამომდინარე შედეგების შესაბამისად . პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი დადებითად შეფასდა . 👨‍👩‍👦‍👦👨‍👩‍👧‍👧

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *