ზუგდიდის აკადემიაში წარმატებით ჩატარდა მოკლევადიანი პროგრამის თეორიული გამოცდა ადრეული და სკოლამდელი ასაკის კომუნიკაციური უნარების განვითარების მიმართულებით.
ზუგდიდის აკადემია - News - ზუგდიდის აკადემიაში წარმატებით ჩატარდა მოკლევადიანი პროგრამის თეორიული გამოცდა ადრეული და სკოლამდელი ასაკის კომუნიკაციური უნარების განვითარების მიმართულებით.
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით, საზოგადოებრივ კოლეჯ “ზუგდიდის აკადემიაში” წარმატებით ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო მოკლევადიანი პროგრამა „კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების განვითარება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში“.
პროგრამის ფარგლებში წარმატებით ჩატარდა თეორიული გამოცდა. გამოცდა შედგებოდა როგორც მრავალარჩევითი, ასევე ღია ტიპის შეკითხვებისგან, რაც უზრუნველყოფდა მიღებული ცოდნისა და სწავლის შედეგების მრავალმხრივ და ობიექტურ შეფასებას.
მსმენელებმა გამოცდის დაწყებამდე მიიღეს დეტალური ინსტრუქციები, გაეცნენ გამოცდის ფორმატს და შეფასების კრიტერიუმებს. პროცესი წარიმართა ორგანიზებულად, აკადემიური ეთიკის დაცვით და შესაბამისი ზედამხედველობის პირობებში.
თეორიული გამოცდის წარმატებით ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს პროგრამის ეფექტიანობასა და მაღალი ხარისხის ორგანიზებას, რაც პირდაპირ შეუწყობს ხელს პროფესიული კომპეტენციების განმტკიცებას ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის.