
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საზოგადოებრივი კოლეჯი „ზუგდიდის აკადემიის“ წარმომადგენლები, ასევე კოლეჯის მანიკური-პედიკურის მოკლევადიანი პროგრამის მსმენელები, ეწვივნენ საქველმოქმედო მულტიფუნქციურ სათემო ცენტრს „ჩემი მორდუ“.

შეხვედრა სითბოთი, ღიმილით და გულით სავსე ემოციებით წარიმართა.
პროექტის ფარგლებში – „ჩემი მორთული დღე“ – სტუმრებმა ცენტრში მცხოვრებ ხანდაზმულებს გაუწიეს ესთეტიკური მომსახურება, აჩუქეს ყურადღება, ზრუნვა და სიყვარული — ყველაფერი ის, რაც ასე ძალიან სჭირდებათ და იმსახურებენ.

თითოეულ მოხუცს თვალებში უბრწყინავდა ბედნიერება — პატარა ქმედებამ მათი დღე განსაკუთრებულად გაანათა.

ეს იყო დღე, როცა ახალგაზრდულმა ინიციატივამ და პროფესიული განათლების ძალამ გულშემატკივრობა რეალურ მხარდაჭერად აქცია.