
„სსიპ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით, საზოგადოებრივ კოლეჯ ‘ზუგდიდის აკადემიაში’ მიმდინარეობს პროფესიული მოკლევადიანი პროგრამის „მანიკურ-პედიკურის სპეციალისტი“ მომზადება;

პროგრამის მიზანია სამუშაოს მაძიებელი პირების პროფესიული უნარების განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

სწავლების პროცესში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მანიკურისა და პედიკურის თანამედროვე ტექნიკებში, ასევე უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტებში;

პროგრამის ხანგრძლივობაა: 11 კვირა,
სწავლება სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ;

პროგრამის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფო სერტიფიკატს და შეეძლებათ დასაქმება სილამაზის ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში.“


პროგრამის განმახორციელებელი პედაგოგები:

ნინო გადელია ;

ნინო ზარანდია;

ელენე ყურაშვილი;

მარიკა ხურცია;