სახანძრო უსაფრთხოების ტრეინგი

📣 საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში 10 ივნისს 🧯🧯“სახანძრო უსაფრთხოების” ტრენინგი გაიმართა.
✅აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის ადმინისტრაციისთვის, რომელიც ჩაატარა აკადემიის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტმა ბატონ ლევან ზარქუამ.
➡️ტრენინგზე ადმინისტრაციისთვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ, კერძოდ არსებული შესაძლო ხანძრის საფრთხეების გამოვლენა და რეაგირება, პრევენცია, ხოლო ხანძრის შემთხვევაში საგანგებო, კრიზისული გეგმის მიხედვით მოქმედება.
➡️ ტრენინგის ბოლოს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა რამდენიმე ინსტრუქტაჟი ჩაატარეს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვით .
X