საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის ჩართულობა პროექტის ,,ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და ჩართულობის ხელშეწყობა აქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში“

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში პროექტის ,,ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-დან 36 წლამდე სამეგრელოსა და შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
შეხვედრას განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი ნინო გვაგვალია და საკრებულოს წევრი სანდრო სორდია უძღვებოდნენ.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, საკრებულოს წევრები, საჯარო სკოლის დირექტორები, პედაგოგები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიხეილ ჯობავასა და სანდრო სორდიას ინიციატივითა და საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ზუგდიდის აკადემიის“ ჩართულობით გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *