მოდულური/დუალური პროგრამების მხარდაჭერის ექსპერტი საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდის აკადემიაში

გარე მხარდაჭერის მისიით 22-23 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდს აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ნანა შარაბიძე. ვიზიტი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდის აკადემიაში აღნიშნული მოდულური სწავლების მიმდინარეობის შესწავლას და ახალი მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობას. მუშაობა წარიმართა მდგომარეობის გაცნობის, აზრთა ურთიერთ შეჯერების, საქმიანი კონსულტირების ვითარებაში. გარე მხარდაჭერის სპეციალისტი გაეცნო შესაბამის დოკუმენტაციის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის (მენეჯერი ფატი შენგელია), სასწავლო პროცესის მართვის (მენეჯერი ინდირა არონია) . დაინტერესდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობით. დაესწრო მეცადინეობას. შეხვდა პროფესიულ მასწავლებელთა პერსონალს. ჰქონდა შეხვედრა – გასაუბრება აკადემიის პროფესიულ სტუდენტებთან. შემაჯამებელ შეხვერდაზე ექსპერტმა მიუთითა აკადემიის მუშაობის დადებით მხარეებზე, ასევე სარეკომენდაციო ხასიათის რჩევებზე. აკადემიის დირექტორმა ნესტან აბსავამ და დირექტორის მოადგილემ ანზორ ჩხაპელიამ დადებითად შეაფასეს აკადემიაში ექსპერტ ნანა შარაბიძეს ვიზიტი და აღნიშნა, რომ: ორდღიანი დატვირთული სამუშაო პროცესი აღმოჩნდა საქმიანი, ნაყოფიერი. არის რეკომენდაციები. რაც დაგვეხმარება საქმიანობის სრულყოფაში“. ვიზიტმა ჩაიარა კეთილმოსურნეობის, მხარდაჭერისა და გამოცდილების, მიდგომების ურთიერთგაზიარების ფორმატში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *