დასაქმების ფორუმი სკკა 2022

12 ივლისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა “პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი”, სადაც მიწვეულები იყვნენ კოლეჯების პარტნიორი და არაპარტნიორი კერძო კომპანიები.

ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზევე გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს.

ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის საფუძველზე, ფორუმზე მოწვეულები იყვნენ საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის  კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

დასაქმების ფორუმი გაიმართა სასტუმრო “ბილთმორში”

X