ტრენინგი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის

📌მ/წ 16, 17 და 18 დეკემბერს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია , პროფესიული უნარების სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების გუნდის ორგანიზებით, პროფესიული მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი – „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება“📌
📌ტრენინგის მიზანია პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერა სწავლა-სწავლების ჰოლისტურად დაგეგმვა-განხორციელების, სასწავლო პროცესის გაანალიზების, ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესებისა და პროფესიული სტუდენტის შეფასების მიდგომების დანერგვის მიმართულებით
👇ტრენინგზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
🔹სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება და ანალიზი
🔹კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა
🔹სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება
🔹სტუდენტთა შეფასების პროცესი, შეფასების შედეგების დოკუმენტირება, ანალიზი, შეფასების ინსტრუმენტის შექმნა.
X