Build & Design
საზოგადოებრივი კოლეჯი
ზუგდიდის აკადემია

პროგრამები

სრულად ნახვა

ფოტო გალერია

სრულად ნახვა

ბიბლიოთეკა

სრულად ნახვა

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციასთან

შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდის აკადემიის სააქტო დარბაზში 2018 წლის 20 მარტს 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კოალიცია შინმოვლა…

მოდულური/დუალური პროგრამების მხარდაჭერის ექსპერტი საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდის აკადემიაში.

გარე მხარდაჭერის მისიით 11,12 და 13 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდს აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული…

    მოგესალმებით,
 განახლებული მისიით და მიდგომებით, გთავაზობთ სასიამოვნო საგანმანათლებლო გარემოს, სადაც პირველ რიგში უზრუნველყოფილია პროფესიული სტუდენტების/მსმენელების განათლების მიღებასთან დაკავშირებული მოლოდინების შესაბამისობა სწავლის დასრულების შემდეგ დამდგარ შედეგებთან.
  ჩვენი გუნდი მუდმივად იკვლევს შრომის ბაზარს, ამყარებს საქმიან ურთიერთობას და მჭიდროდ თანამშრომლობს პოტენციურ დამსაქმებელთან, ინტენსიურად ახორციელებს აპლიკანტების, პროფესიული სტუდენტების და მსმენელების გამოკითხვას, რაც ქმნის ნათელ სურათს დაინტერესებული პირების წარმოდგენაზე თანამედროვე სწავლებისა და სწავლის, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების, გამართული სტუდენტური სერვისების, სწავლის ხარისხთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპონენტის მდგრადობის შესახებ.
  რა თქმა უნდა, ჩვენი ძალისხმევა პირველ რიგში, სტუდენტზე/მსმენელზე, ჯანსაღი და განათლებული თაობების აღზრდაზეა ორიენტირებული. მაგრამ, ამასთან, ჩვენი ყურადღება მიმართულია მაღალკვალიფიციური აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მუდმივ განვითარებაზე, მათთვის შესაფერისი და თანამედროვე სამუშაო გარემოს შექმნაზე. პატივისცემით, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის დირექტორი.

ნესტან აბსავა

X