2024 წელს, საგაზაფხულო მიღების ფარგლებში შპს საზოგადოებრივი კოლეჯის ზუგდიდის აკადემიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ

შპს  საზოგადოებრივი კოლეჯი  ზუგდიდის  აკადემიის  წესდების  მე-10  მუხლის, დენულების მე-9 მუხლის , სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის მე-5 მუხლისმ მე-4 მუხლის, №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების“  მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 აპრილის №528052 ბრძანების  საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელზეც 2024 წელს, საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია  აცხადებს მიღებას, ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტთა ჩასარიცხად, საბუთები მიიღება 2024 წლის 01 ივლისიდან, 2024 წლის 12 ივლისის  ჩათვლით.

2.კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტი (საჭიროების შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი) კოლეჯს წარუდგენს:

ა) წერილობით განცხადებას, კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის მოთხოვნით;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს ან ცნობას განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევის შესახებ. აპლიკანტმა, რომელმაც უცხოეთში/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღო განათლება, უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

დ) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის/აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტს (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელის სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება.

3.ამ ბრძანების მეორე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარმოდგენისას (ასევე, არასრულწლოვანი აპლიკანტის)  წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

ა) საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (აპლიკანტის დაბადების მოწმობა/ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობა).

4.ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაცია მიიღება კოლეჯის ადმინისტრაციის მისამართზე (ქ. ზუგდიდი, შ.კიტიას ქ. N9). ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია ასევე, მიიღება ელექტრონულად, კოლეჯის ელექტრონული ფოსტის მისამართზე (zugdidisakademia@gmail.com ; info@zugdidiacademy.edu.ge).

5.პირი, რომელიც შესაბამის პროფესიულ საგანმანათლბლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით წარმოადგენს ცნობას განათების შესაბამისი დონის დაძლევის შესახებ, ვალდებულია არაუგვიანეს სწავლის დაწყებინდან 3 თვისა, კოლეჯს წარუდგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეუწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

6.წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაცია განათავსდეს  კოლეჯის ვებ-გვერდზე.

7.დაევალოს საქმისწარმოების მენეჯერის ,  კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გააცნოს დაინტერესებულ პირებს.

8.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ზუგდიდი.  ლაღიძის ქ. № 12);

9.ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

დირექტორი:

ნესტანი აბსავა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *