მისია
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია არის მრავალპროფილური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიაა მსურველებს შესთავაზოს მრავალფეროვანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის განვითარებას, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება/გადამზადებას. საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან პარტნიორობით ხელი შეუწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას.
ხედვა
კოლეჯის ხედვაა 2030 წლისთვის გახდეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროფესიული განათლების მიმწოდებელი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური პროგრამის განმახორციელებელი პირების ჩართულობით, რეგიონის მუნიციპალიტეტთან, ბიზნეს-სექტორთან აქტიური თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს მუდმივად შესთავაზებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის, პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს(მათ შორის მომზადება- გადამზადების პროგრამებსაც), რაც ხელს შეუწყობს კურსდამთვრებულთა წარმატებულ დასაქმებას და კარიერულ წინსვლას.