უსაფრთხოება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

  1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის  აკადემიის  (შემდგომში აკადემია) წესრიგის დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის  პროცედურას.

 

მუხლი 2. დაცვის სამსახურის ფუნქციები

 

  1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა აკადემიის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგისა და კუთვნილი მატერიალური ქონების დაცვა, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  2. 2. სამსახური ვალდებულია:

ა) სამსახურში გამოცხადებისთანავე დაათვალიეროს კორპუსი, შეამოწმოს საკეტები, განათება, სატელეფონო კავშირი, მოახდინოს კორპუსის გარე დათავლიერება  და ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს დირექტორს.

ბ) კარგად იცოდეს შენობაში კაბინეტებისა და აუდიტორიების განლაგება და თავისებურებანი. დაიცვას შენობაში არსებული ქონება დაზიანებისაგან, გაძარცვისაგან და ხანძრისაგან;

გ) აღკვეთოს აკადემიის შრომის შინაგანაწესის ნებისმიერი დარღვევა, აგრეთვე ალკოჰოლური სასმელების შემოტანა კორპუსში, თამბაქოს მოწევა, აზარტული თამაშები, არ დაუშვას შენობაში რაიმე ინვენტარის ან ნივთის შემოტანა-გატანა ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე;

დ) აკადემიაში ძირითადი და სათადარიგო გასასვლელები არ უნდა იქნეს ჩახერგილი სხვადასხვა სახეობის ინვენტარითა და მაკულატურით;

ე) სახანძრო  ცეცხლმაქრები უნდა იყოს მუდმივად გამართულ მდგომარეობაში, სხვენში ასასვლელი ლუქები უნდა იყოს დაკეტილი;

ვ) აკადემიის  ტერიტორიაზე ხანძრის ან სხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს   ადმინისტრაციას, სახანძრო სამსახურს;

ზ) ელექტრო მეურნეობა უნდა იყოს მუდმივად გამართულ მდგომარეობაში;

 

მუხლი3. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები

 

3.1.ცეცხლის კერის დანახვისთანავე დაუყოვნებლივ დატოვეთ შენობა ან შეეცადეთ ჩააქროთ ცეცხლი. საჭროების შემთხვევაში ისარგებლეთ საევაკუაციო გასასვლელით.

3.2. თუ გადაწყვეტთ არ დატოვოთ შენობა და თავად შეებრძოლოთ ცეცხლს მაშინ აუცილებელია დაიცვათ შემდეგი მოთხოვნები:

3.2.1. თუ თვლით, რომ ცეცხლთან გამკლავება ძნელი იქნება ცეცხლის ჩაქრობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დარეკოთ სახანძროში;

3.2.2. უნდა იცოდეთ ცეცხლმაქრის გამოყენების წესები. თუ წესები არ იცით დაუყოვნებლივ დატოვეთ შენობა.

3.2.3. უაცილებლად უნდა შეამოწმოთ არის თუ არა ცეცხლმაქრი სავსე.

 

3.4. აკადემიის  დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის  მოთხოვნის შემთხვევაში  პერსონალი და პროფესიული  სტუდენტი  ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს შენობა.

3.5. თუ ხანძრის დროს ვერ ახერხებთ შენობიდან გამოსვლას:

 

3.5.1. შედით ყველაზე უსაფრთხო ოთახში დაკეტეთ კარები და კარებთან დააფინეთ სველი ტილო ან სხვა ნაჭერი ისე, რომ მაქსიმალურად შეზღუდოთ ოთახში კვამლის შემოსვლა;

3.5.2. თუ თქვენსა და ცეცხლის კერას შორის არის ერთი ან რამდენიმე კარი, აუცილებლად დაკეტეთ 3.5.3.  იყავით მზად იმისათვის, რომ მოვლენ თქვენს დასახმარებლად და ყური დაუგდეთ შესაბამის სიგნალს.

3.6.თუ კვამლმა შემოაღწია ოთახში, დაწექით იატაკზე, ისუნთქეთ მხოლოდ ცხვირით და სუნთქვისას აიფარეთ ცხვირსახოცი ან სხვა ნაჭერი.

3.7. თუ გადაწყვიტეთ გაიაროთ ცეცხლმოკიდებულ ტერიტორიაზე, აუცილებლად დაიფარეთ წინასწარ თავი და თმები, შეიკავეთ სუნთქვა და იმოძრავეთ შეძლებისდაგვარად სწრაფად. მოძრაობისას ეცადეთ მაქსიმალურად დახუჭოთ თვალები.

 

3.8.შშმ და სსსმ პროფესიული  სტუდენტები აუცილებლად უნდა გავიდნენ ყველაზე უსაფრთხო ოთახში და დაელოდონ დახმარებას ან დახმარება სთხოვონ ადმინისტრაციულ პერსონალს.

 

3.9.. თუ ნახავთ, რომ შენობა ევაკუირებულია ან იქ იმყოფება მხოლოდ ადმინისტრაციული პერსონალი სასწრაფოდ დატოვეთ შენობა. საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ საევაკუაციო გასასვლელით.

8.ცეცხლმაქრის გამოყენების ინსტრუქცია

მუხლი 4. დასკვნითი  დებულებები

 

  1. ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებების ანდა დამატებების შეტანა ხორციელდება დირექტორის ბრძანებით.