მარეგულირებელი წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

1.1. წინამდებარე წესი შემუშავებულია  შპს  საზოგადოებრივი კოლეჯი  ზუგდიდის  აკადემიის  (შემდგომში აკადემია), რომელიც შედგენილია ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული  პროგრამების(შემდგომში მოდულური პროგრამები) პროფესიულ სტუდენტთა სტატუსის მოპოვების, შეჩერების, აღდგენის, შეწყვეტის, მიღებული  ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების  წესსა  და სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელ  სხვა  პირობებს.

 

 

მუხლი 2.  პროგრამის ხელმძღვანელი

 

2.1. აკადემიის მიერ განხორციელებად პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამას   ჰყავს   პროგრამის    ხელმძღვანელი.

2.2. პროგრამის ხელმძღვანელი ახორციელებს კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის განხორციელების საერთო ზედამხედველობას, მოდულების  ადაპტირებას, მასში ცვლილებების შეტანას და   სასწავლო კურსების(სილაბუსების)  მომზადების ორგანიზებას.

 

მუხლი  3. როფესიული განათლების  მასწავლებლები

 

3.1. სასწავლო საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის  აკადემიას ჰყავს მოქმედი კანონმდებლობითა და  აკადემიის სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე საჭირო ოდენობის პროფესიული  განათლების მასწავლებლები;

3.2. პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3.3. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V  საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

 

მუხლი 4.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, დამტკიცება, პროგრამის  შეცვლისა და გაუქმების შემთხვევაში  პროფესიული სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესი

 

4.1. პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივი პროგრამა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით. პროგრამა აერთიანებს პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო სასწავლო კურსებს(სილაბუსებს). პროგრამით განისაზღვრება პროგრამის მიზნები, მოცულობა, სწავლის ხანგძლივობა, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში,  სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები; პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს თან ერთვის სილაბუსები.

 

4.2. მოდულური პროგრამების შემთხვევაში, დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ პროგრამაში განსაზღვრულია:     სახელწოდება, სარეგიტრაციო ნომერი, პროფესიული  კვალიფიკაციის დონე ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიხედვით, მისანიჭებელი  პროფესიული კვალიფიკაცია, საკანონმდებლო ბაზა,პროგრამაზე დაშვების წინაპირობა, კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები, პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები, პროგრამის  მოცულობა და ხანგრძლივობა, პროგრამის სტრუქტურა  და   მოდულები, პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება, პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება, პროგრამის განხორციელების გეგმა და ინფორმაცია  პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის შესახებ.

4.3. მოდული წარმოადგენს მოდულური პროგრამის  განუყოფელ ნაწილს, მტკიცდება პროგრამასთან ერთად, ერთიანი აქტით.ხოლო  მოდულში ცვლილების შეტანის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება ასევე მტკიცდება  სამართლებრივი  აქტით.

 

4.4. პროფესიულ საგანმანათლებლო/საგნობრივი პროგრამის  შემუშავებაში მონაწილეობს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი  შესაბამისი პროგრამების ხელმძღვანელთან ერთად, პროფესიული მასწავლებლების ჩართულობით, ასევე შესაძლებელია ჩართული იყოს დამსაქმებელი/დამსაქმებლები   ან/და   საწარმოო პრაქტიკის მონაწილე სუბიექტი/სუბიექტები;

 

4.5. მოდულური პროგრამის შემთხვევაში – დაწესებულების მიერ  განსახორციელებელი   პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო  დოკუმენტს;

 

4.6. მოდულური პროგრამის ადაპტირება/დანერგვისთვის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იქმნება შიდა  სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის    ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, შესაბამისი მოდულური პროგრამის ხელმძღვანელი და მოდულური პროგრამის  განმახორციელებელი პირები.  მოდულური  პროგრამებს   თან ერთვის  მოდულები (ზოგადი სავალდებულო, პროფესიული სავალდებულო და  არჩევითი). პროგრამის განმახორციელებელი  პირების   მიერ  დგება   კალენდარული გეგმები.

4.7. საგნობრივ და მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში/სილაბუსებში/მოდულებში  ცვლილებების განხორციელების  საჭიროების შემთხვევაში,  პროგრამაში არსებული ხარვეზის გამოსწორების /პროფესიული განათლების მასწავლებლის/მოდულის განმახორციელებელი პირის ცვლილების შემთხვევაში კორექტირებული მასალა მტკიცდება დირექტორის ბრძანებით.

4.8. პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამების   შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში დაწესებულება  უზრუნველყოფს პროფესიული  სტუდენტის შემდგომი განათლებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.

4.9. პროგრამის  შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულებას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები  სხვადასხვა საგანმანთლებლო დაწესებულებებთან.

 

 

 

მუხლი  5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

 

5.1.პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და  თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული  დაშვების წინაპირობის გათვალისწინებით.  დაშვების წინაპირობა  შესაბამისობაშია  პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ დაშვების წინაპირობასთან.  კონკურსის არსებობის შემთხვევაში, დაწესებულების  დირექტორის მიერ დამტკიცებული პროგრამით განსაზღვრულია   დამატებითი პირობა.

5.2.პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურები  განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით  და ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მის  ხელმისაწვდომობასა  და  საჯაროობას;  საგნობრივ პროგრამაზე მისაღები კონტიგენტის რაოდენობას, დაწესებულებისათვის განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, განსაზღვრავს  დაწესებულების  დირექტორი;

5.3.დირექტორი ბრძანებით აცხადებს მიღებას კონკრეტული საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ბრძანებით განისაზღვრება:

ა) პროგრამის ზუსტი დასახელება და საფეხური;

ბ) ჩარიცხვის    პირობები;

გ) წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათავალი;

დ) დოკუმენტების წარმოდგენის დაწყების და დასრულების თარიღები;

ე) გამოცდის/გასაუბრების ჩატარების თარიღები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი.

5.4. III საფეხურის საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე   ჩაირიცხება პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და აკმაყოფილებს პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.

5.5. IV ან V საფეხურის საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე   თუ მათ არ გააჩნია წინა საფეხური, ჩაირიცხება პირი, რომელსაც მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლების დოკუმენტი   და აკმაყოფილებს  პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.

5.6. III საფეხურზე საბაზო განათლების დოკუმენტის საფუძველზე ჩარიცხული პირი უფლებამოსილია გააგრძელოს სწავლა იმავე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე   მე–4 და მე–5 საფეხურზე სრული ზოგადი განათლების დოკუმენტის  წარდგენის გარეშე.

5.7. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის პროგრამის ათვისება(ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან წინა საფეხურის პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით    აღიარება.

 

5.8. მოდულურ პროგრამაზე პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურები  განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით  და ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მის  ხელმისაწვდომობასა  და  საჯაროობას;  მოდულურ პროგრამაზე  მისაღები კონტიგენტის რაოდენობას დაწესებულებისათვის  განსაზღვრავს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული  ცენტრი.

 

5.9.შეზღუდ ული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის მიზნით ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე”

 

5.10. დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტის  გამოცემიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული დღისა მონაცემები შეიტანება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

5.11. ოფისის მენეჯერის მეოთხე საფეხურის საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს რომლებიც გაივლიან ტესტირებას ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 მოდულის ფარგლებში მისაღწევი სწავლის შედეგები მიღწეულად ჩაეთვლებათ და შესაბამისად მიენიჭებათ 30 კრედიტი.

 

მუხლი  6. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება

 

6.1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა) პირადი  განცხადება;

ბ) უცხოეთში წასვლა;

გ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა;

ე)  ფინანსური დავალიანება;

ვ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა;

ზ)უცხოეთში  სწავლის გაგრძელების გამო;

თ) დაწესებულების შრომის  შინაგანაწესის განსაზღვრული  სხვა შემთხვევები.

6.2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სწავლისათვის გადახდილი თანხა არ უბრუნდება, მაგრამ სწავლის გაგრძელებისას ჩაეთვლება სწავლის   საფასურში;

6.3. პირი, რომელსაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული, თუ მოითხოვს პირად საქმეში არსებულ დოკუმენტაციას, დაწესებულება უზრუნველყოფს მის მიწოდებას მოთხოვნიდან სამ სამუშაო დღეში.

6.4. სტუდენტს სტატუსი შესაძლოა შეუჩერდეს არაუმეტეს 1  წლის ვადით. ამ ვადაში სტატუსის აღდგენის გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ხდება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

6.5. სტატუსის  შეჩერების შესახებ ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული დღისა მონაცემები შეიტანება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში,

 

მუხლი 7.  პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა

 

7.1 პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია თუ აღმოფხვრლი იქნება სტატუსის შეჩერების საფუძველი.

7.2 პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, სტუდენტი სწავლას აგრძელებს  ინდივიდუალური გეგმით  პროგრამის იმ ეტაპიდან როდესაც მას შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.

7.3 პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს ჩაეთვლება სტატუსის შეჩერებამდე ათვისებული კრედიტები და სწავლის გადახდილი საფასური;

7.4 პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ გამოიცემა დირექტორის ბრძანება  და მისი გამოცემიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული დღისა მონაცემები შეიტანება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

 

მუხლი 8. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

 

8.1  პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

8.1.1.  პირადი   განცხადება;

8.1.2. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;

8.1.3. გარდაცვალება.

8.1.4.კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, თუ სასჯელის სახით დანი- შნულია თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

8.1.5.დაწესებულების შინაგანაწესის განსაზღვრული  სხვა შემთხვევები.

8.2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოიცემა დირექტორის ბრძანება  და მისი გამოცემიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული დღისა მონაცემები შეიტანება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

 

 

 

მუხლი  9. მობილობა

 

9.1. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს ისარგებლოს მობილობით, რაც გულისხმობს ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა პროფესიულ პროგრამაზე  აკადემიის შიგნით შიდა მობილობას   ან სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  გარე მობილობას.

9.2. მობილობის  შემთხვევაში მოწმდება  მიმღებ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა.

9.3. მობილობით გადმოსვლის  მსურველმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს  ცნობა შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის მიღწეული  სწავლის შედეგების შესახებ.

9.4. აკადემია მობილობით  გადმომსვლელ მსურველს უტარებს გასაუბრებას წინა პროგრამის ფარგლებში  განვლილი თეორიულ და  პრაქტიკულ დისციპლინებში მიღწეული შედეგების  აკადემიაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ შედეგებთან შესაბამისობის დასადასტურებლად.

9.5. სხვა დაწესებულებაში  მობილობით  გადასვლის მსურველს  დაწესებულება შეუზღუდავად  უზრუნველყოფს  პირადი  საქმის ასლებით.

9.6. მოდულური პროგრამაზე მობილობისას, პირი წარმოადგენს მის მიერ გავლილი მოდულების გავლის დამადასტურებელ ან ცალკეული სწავლის შედეგების დადასტურების დოკუმენტს და დაწესებულება ავტომატურად ჩაუთვლის მას გავლილ მოდულებს/სწავლის შედეგებს;

9.7.მობილობის დროს, მოდულის სწავლის შედეგების მიღწევის სრულად დადასტურების შემთხვევაში პროფესიულ  სტუდენტს ავტომატურტად ჩაეთვლება მოდულის გავლა.

9.8.  მობილობით ჩარიცხვის თაობაზე დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.

 

 

 

 

 

მუხლი 10.სწავლის პერიოდში  მიღებული განათლების აღიარება

 

10.1. საგანმანათლებლო  დაწესებულებაში  მიღებული  კრედიტების ჩათვლა ხორციელდება  დაწესებულების  ხარისხის უზრუნველყოფის  მენეჯერის  და  შესაბამისი  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის  მიერ, მიღებული ცოდნის, უნარებისა  და  ფასეულობების  პროფესიულ  საგანმანათლებლო  სტანდარტთან  და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის გზით.

10.2.    თუ    პროგრამის    უკვე    ათვისებული    კომპონენტის    სახელწოდება    მცირედით

განსხვავდება  დაწესებულების  პროფესიული  საგანმანათლბელო  პროგრამის კომპონენტისაგან, თუმცა შინაარსობრივად, ასათვისებელი კვალიფიკაციების მიხედვით იდენტური ან თითქმის იდენტურია, ის შეიძლება იქნას აღიარებული დაწესებულების მიერ.

10.3. მოდულური პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება მოხდება  გავლილი მოდულების ან ცალკეული სწავლის შედეგების დადასტურების დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

10.4.მოდულური პროგრამის  შემთხვევაში მიღებული განათლების აღიარება დარეგულირდება   დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

10.5.მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე დებულებით, დარეგულირდეს დირექტორის ბრძანებით.

 

 

მუხლი  11. არაფორმალური განათლების აღიარება

 

11.1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება დასაშვებია I-III საფეხურის  ფარგლებში ყველა პროფესიისათვის, გარდა რეგულირებადი პროფესიებისა.

11.2. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დროს ხდება პროფესიული  განათლების შესაბამისი საფეხურისათვის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული  ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმება.

11.3. არაფორმალური განათლების აღიარებისასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე დებულებით, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  დარეგულირდება დირექტორის ბრძანებით.

 

 

 

 

 

მუხლი  12. პროფესიული   სტუდენტის  მიღწევების   შეფასება

 

12.1.შეფასება სანობრივი პრორამის პროფესიულ სტუდენტთათვის

12.1.1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.

12.1.2. შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%;

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

12.1.3. სასწავლო კურსის   მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

12.1.4. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:

ა) შუალედურ შეფასებას;

ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

12.1.5. შუალედურ ან დასკვნით  გამოცდაზე გამოუცხადებლობის  შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს მოთხოვნის საფუძველზე საშუალება ეძლევა ერთხელ გავიდეს დამატებით შუალედურ ან დასკვნით გამოცდაზე.

12.1.6. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, ძირითადი გამოცდიდან  არანაკლებ 10 დღეში.

12.1.7. დამატებით გამოცდაზე გასასვლელად პროფესიული სტუდენტი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციას, სადაც მიუთითებს სასწავლო კურსის  დასახელებას.

12.1.8. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება საბოლოოა და მისი გადაბარება დაუშვებელია.

12.1.9. დასკვნით გამოცდაზე დაიშვება პროფესიული სტუდენტი, რომელსაც შუალედური შეფასებებით დაგროვილი აქვს მინიმუმ  11    ქულა.

12.1.10. შეფასების კრიტერიუმები ცალკეული სასწავლო კომპონენტისათვის შედგენილია ინდივიდუალურად, მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისად და დეტალურად გაწერილია სილაბუსებში.

12.1.11.გამოცდის   ჩატარების   ფორმა და შეფასებები განსაზღვრულია შესაბამისი სილაბუსებით.

12.1.12. თეორიული და პრაქტიკის კომპონენტის სასწავლო კურსების  შეფასება ფორმდება შესაბამისი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული  შეფასების უწყისებით.

12.1.13. პროფესიულ  სტუდენტთა დასწრება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში.

 

12.2. პროფესიული   სტუდენტის  მიღწევების   შეფასება მოდულური პროგრამების შემთხვევაში

12.2.1. შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

12.2.2. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

12.2.3.განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

12.2.4. უარყოფითი შეფასების  მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს დაადასტუროს სწავლის შედეგი პროგრამის დასრულებამდე  ან იმ მოდულის დაწყებამდე, რომლის წინაპირობაც არის მოდული, რომლის შედეგიც ვერ დაადასტურა.

12.2.5. სწავლის შედეგი დადასტურებულად  ითვლება, თუ შესაფასებელი პირი დადებითად შეფასდა შეფასების მიმართულებისა და  კრიტერიუმის მიხედვთ;

12.2.6. სწავლის შედეგის დადასტურება   ერთი პროგრამის ფარგლებში  მხოლოდ ერთხელ  ხდება;

12.2.7. შესაძლებელია რამდენიმე სწავლის შედეგის ერთდროულად დადასტურება.

12.2.8. შეფასების ინსტრუმენტი უნდა შეესაბამებოდეს მოდულით განსაზღვრულ მტკიცებულებას და შეფასების მიმართულებას

12.2.9. შესრულების მტკიცებულება წარმოადგენს შესაფასებელი პირის მიერ სწავლის შედეგის მიღწევის მატერიალური ან ციფრული სახით  დადასტურებას;

12.2..10. შეფასების ინსტრუმენტს  შეიმუშავებს მოდულის დაწყებამდე  განმახორციელებელი პირი, რომელსაც განიხილავს შიდა მონიტორინგის სამსახური და ვალიდაციის შემთხვევაში,   შესაბამისი ხელმოწერით ადასტურებს  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

12.2.11. შესრულების მტკიცებულებების შეგროვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოდულის განმახორციელებელ პირს, რომელიც აღნიშნულ მტკიცებულებებს ათავსებს პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოში,  ხოლო მოდულის დასრულების შემდეგ გადასცემს საკანცელარიო საქმისმწარმოებელს.

12.2.12. შესრულების მტკიცებულებები უნდა მოიცავდეს შესაფასებელი პირის იდენტიფიცირების საშუალებას;

12.2.13. შეგროვების შემდეგ შესრულების მტკიცებულებები   ინახება პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოში;

12.2.14. მტკიცებულებები ინახება მათი მოპოვებიდან 5 წლის ვადით  რის შემდეგაც ხდება მისი განკარგვა დადგენილი წესით.

12.2.15.სწავლის შედეგების დადასტურების  უწყისები  პროფესიული   სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭებამდე ინახება პორტფოლიოში, ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ გადაეცემა არქივს და ინახება უვადოდ.

 

 

 

მუხლი 13. კვალიფიკაციის მინიჭების წინაპირობა

 

13.1. კვალიფიკაცია  ენიჭება  პროფესიული სტუდენტს  შესაბამისი  პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების დაძლევის შემთხვევაში.

13.2. სწავლის შედეგების დაძლევის დადასტურებას ახორციელებს  ხარისხის უზრუნველყოფის და სასწავლო პროცესის მენეჯერი, რომლებიც შეისწავლიან თითოეული პროფესიული სტუდენტის პირად საქმეს, ათვისებულ კრედიტებს და შესაბამისი დასკვნით წარუდგენენ  დირექტორს სიას შემდგომი რეაგირებისათვის.

 

მუხლი 14. კვალიფიკაციის მინიჭება

 

14.1. პროფესიული კვალიფიკაცია – პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით;

14.3.. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიული  სტუდენტის მიერ დადასტურებულ უნდა იქნას პროგრამით გათვალისწინებული  ყველა სწავლის შედეგი.

14.4. მოდულური პროგრამების შემთხვევაში,პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიული  სტუდენტის მიერ დადასტურებულ უნდა იქნას მოდულებით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგი.

14.5.დირექტორის მიერ გამოცემული  აქტის საფუძველზე დაწესებულება  ამზადებს  და  გასცემს  შესაბამისი  კვალიფიკაციის   დამადასტურებელ   პროფესიულ  დიპლომს, რომელსაც ხელს აწერს  დირექტორი.

14.6. პროფესიული დიპლომის აღრიცხვის წესი განსაზღვრულია  დაწესებულების საქმისწარმოების ერთიანი წესით.

 

 

 

მუხლი  15.  ცნობა   გავლილი   მოდულების/სწავლის შედეგების   შესახებ

 

15.1.  პროფესიული სტუდენტი, რომელიც  ჩაიჭრება   გამოცდაზე, ან   სრულად   ვერ აითვისებს    პროგრამის   ყველა  სასწავლო კურსს  და  წყვეტს    სწავლას, უფლებამოსილია   მოითხოვოს   ცნობა/სერტიფიკატი   განვლილი   მოდულების/სასწავლო კურსების   შესახებ.

 

 

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების   (სსსმ)  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შშმ) პირების სასწავლო პროცესში ჩართვის წესი

 

მუხლი  16. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შენობაში გადაადგილების თავისებურებები

16.1. შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირების სწავლებასა და სწავლის პროცესში ჩართულობას  დაწესებულება უზრუნველყოფს ადაპტირებული სასწავლო გარემოთი, რაც გულისხმობს:

ა) დაწესებულების  შენობაში შეღწევის შესაძლებლობას  პანდუსის მეშვეობით;

ბ)   დაცვის  სამსახურის თანამშრომლის გამოყოფას შეუფერხებელი გადაადგილებისათვის დაწესებულების  მთელ ტერიტორიაზე.

ვ)  ადმინისტრაციის თანამშრომლის მიმაგრებას, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის კომუნიკაცია–კონსულტაციას  ყველა სტრუქტურულ ერთეულთან.

16.2. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისთვის  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავდება  ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას  და წარმოადგენს მის მოდიფიკაციას (მისაღწევი სწავლის შედეგების თვისობრივ ან რაოდენობრივ ცვლილებას) და/ან აკომოდაციას (სწავლებისა და შეფასების მიდგომებში ცვლილებას მისაღწევი სწავლის შედეგების ცვლილების გარეშე) და, შესაბამისად, აზუსტებს  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისთვის საჭირო  დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას.

16.3.ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გამოიყენება როგორც სახელმძღვანელო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისთვის. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული  სტუდენტის მიმდინარე შეფასება ხორციელდება ინდივიდუალურად, განსაზღვრულ მისაღწევ სწავლის შედეგებთან, ხოლო საბოლოო შეფასება და კრედიტების მინიჭება – საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებთან მიმართებით.

 

 

 

მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

 

17.1. აღნიშნულ  წესს  ამტკიცებს აკადემიის   დირექტორი ბრძანებით.

17.2. ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია  დირექტორის მერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის გზით.