სამედიცინო დახმარება

 

მუხლი 1. სამედიცინო დახმარების  აღმოჩენის მექანიზმები

 

1.1. შპს  საზოგადოებრივი კოლეჯი  ზუგდიდის  აკადემიის    პროფესიულ სტუდენტებსა (შემდეგში-სტუდენტი)  და თანამშრომლებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მიმართონ ექთანს მიიღონ შესაბამისი კონსულტაცია  ან  სამედიცინო დახმარება.

 

1.2.თუ სტუდენტი ან აკადემიის  თანამშრომელი ვერ ახერხებს ექთანთან  დამოუკიდებლად მისვლას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექთანს, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურს, რომლებიც ვალდებულნი არიან მიიყვანონ ეს პიროვნება სამედიცინო პუნქტთან.

 

1.3.თუ აკადემიის სტუდენტის ან თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე ეჭვქვეშ დგება მისი გადაადგილების უსაფრთხოება, აკადემიაში მყოფ ნებისმიერ პირს უფლება აქვს აცნობოს ექთანს  და სთხოვოს მას ავადმყოფის ადგილზე გასინჯვა. ექთანს  ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს თხოვნა.

 

1.4.აუცილებლობის შემთხვევაში ექთანმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება.

 

1.5.სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახებისას, ექთანმა ოპერატორს უნდა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, კერძოდ:

  • საკუთარი ტელეფონის ნომერი;
  • აკადემიის მისამართი;
  • რა  შემთხვევასთან გვაქვს საქმე რამდენად სერიოზულია ის;
  • დაზარალებულთა რაოდენობა, სქესი, ასაკი და ზოგადი მდგომარეობა;
  • ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაცა.

1.6.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებისას აკადემიის ექთანი  ვალდებულია პირველმა არ დაკიდოს ყურმილი, ვინაიდან შეიძლება ოპერატორმა დასვას დამატებითი შეკითხვები.

1.7.ექთანს თავისი ფუნქციების ეფექტურად შესრულების მიზნით,  გამოყოფილი აქვს სათანადო ინვენტარითა და მედიკამენტებით აღჭურვილი ოთახი. ოთახში არის ყველა საჭირო ინვენტარი.

 

112