შეფასების სისტემა

მუხლი 1. ზოგადი დებულება

 

1.1. შპს  საზოგადოებრივი კოლეჯი  ზუგდიდის  აკადემიის   (შემდგომში აკადემია) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხარისხის შეფასების სისტემის  შემუშავების მიზანია სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, სრულყოფა და მონიტორინგი, სასწავლო და მატერიალური რესურსის ეფექტური გამოყენება და მისი განვითარება.

1.2. პროგრამების განხორციელების შეფასების მიზნით  ინტერვიუერებს ურიგდებათ  კითხვარები. გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე ხდება შედეგების  განხილვა და საჭიროების შემთხვევაში  პროგრამის კორექტირება .

 

 

მუხლი 2. ხარისხის განვითარების  მექანიზმები

 

2.1.შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად:

) პროგრამის მიმდინარეობისას(თითოეული სასწავლო კურსის  დასრულების შემდეგ).

ბ)პროგრამის დასრულებისას.

             

  2.2.დაგეგმვა – დასახული ამოცანების შესასულებლად ხარისხის უზრუნველყოფის   მენეჯერი გეგმავს ჩასა­ტა­რე­­­ბე­­ლ სამუშაოს და შეიმუშავებს სამუშაო გეგმას, რომელიც მოიცავს შესასრულებელ სამუშაოს, შემოწმების ფორ­­­მებს და კრიტერიუმებს და მონიტრინგის ვადებს.

 

 2.3.განხორ­ციე­ლე­ბა –  შემუშავებული გეგმის განხორციელების მიზნით ხა­რისხის უზრუნველყოფის მენეჯერი:

  • შეიმუშავებს ანონიმური გამოკითხვის ანკეტა კითხვარებს;
  • სასწავლო წლის განმავლობაში ატარებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს;
  • შეიმუშავებს პერსონალის ანონიმური გამოკითხვის ანკეტებს;
  • ატარებს ყოველწლიურად პერსონალის ანონიმურ გამოკითხვას;
  • შეისწავლის არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს, ამოწმებს სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკურ რესურსების არსებობას და მის შესაბამისობას საგანმანათლებლო პროგრამებთან;

 

2.4. შემოწმება

  • პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის შეფა­სე­ბისას შემოწმდება თუ რამდენად შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულების  მისიას, რამდენად ადეკვატური მიზნების და შე­დე­გე­ბის მიღზევაა დასახული, რამდენად შეესაბამება სწავლის შედეგები პროგრამის მიზნებს და კვა­ლი­ფიკაციათა აღმ­წე­რით განსაზღვრულ კომპეტენციებს, რამდენად უზრუნველყოფს სწავლების მეთოდები დასახუ­ლი მიზნების მიღწევისათვის, რამდენად შეესაბამება პროფესიულ სტუდენტთა მიღწევების შეფასების ფორ­მები და კრიტერიუმები კა­­ნონმდებლობით დადგენილ წესს, როგორაა დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგ­რა­მით სწავლების პროცესი და რა მა­ტე­რიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსებით არის უზრუნველყოფილი და სხვ.
  • მატერიალურ-ტექნიკური რესურსის სასწავლო პროცესში გამოყენების შიდა შემოწმე­ბი­სას ხდება მისი შედარება კანონ­მდებ­ლობით დადგენილ სტანდარტებთან და საგანმა­ნათ­ლებლო პროგრამებით გათვალისწინებულ აუცილებელ რე­სურ­სებ­თან. აუცილებელი მატერიალური რესურსი დგინდება განსახორციელებელი პროგრამების საჭი­რო­ე­ბების შესაბამისად. შემოწმებას ექვემდებარება სასწავლო ფართი (აუდიტორიები, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარ­ბაზი და სხვ.) და ინვენტარი, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი (შევსება-გა­ნახ­ლე­ბა, სასწავლო კურსების სილაბუსებში მი­თი­თებულ ლიტერატურასთან შესაბამისობა), კომპიუტერული ტექნიკა და კომპიუტერული პროგრამები (არსებობა, გა­მარ­თული მუშაობა, განახლების საჭიროება, ხელმისაწვდომობა პროფესიული  სტუდენტებისთვის და  პერსო­ნა­ლისთვის და სხვ.), საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ინტერნეტი, შიდა ქსელი, სათანადო კომპიუტე­რუ­ლი პროგრამებით აღჭურვა და სხვ.), ვებ-გვერდი (უნდა ასრულებდეს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას) და სხვ. შემოწმების შედეგების ანალიზი დასკვნის სახით ეცნობება აკადმიის დირექტორს.
  • მატერიალური რესურსი უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავ­ლის შედეგების მიღწევის შესაძლებლობას და უნდა იყოს ხელმისაწვდომი პროფესიული სტუდენტებისთვის და პერსონალისთვის.
  • ადამიანური რესურსების შიდა შეფასებისას ხდება  პერსონალის მიერ სასწავლო პროცესის წარმარ­თ­ვის ხარისხის დადგენა შემდეგი კრიტერიუმების მეშვეობით:
  • სასწავლო პროცესის გაძღოლის შესაბამისი კომპეტენცია;
  • სწავლებისა და შეფასების ადეკვატური მე­თო­დე­ბის შერჩევა;
  • შესასწავლი მასალის გადაცემისა და პროფესიულ სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პროფესიული სტუდენტების ცოდნის და უნარების ობიექტური შეფასება;

 

2.5.განვითარება–  შიდა შეფასება მიმართულია ძლიერი მხარეების შესანარჩუნებლად, სუსტი მხარეების და არსებული ხარ­­­ვეზების აღ­მო­საფხვ­რე­ლად და ტარდება სწავლის/სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის, გაუმჯობესების, გან­ვი­თარებისა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

  • ხარვეზების და სტან­დარტებთან შეუ­საბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საჭირო ხდება სათანადო რეაგირება და აუცილებელი ღონისძიებების ჩა­ტა­რე­ბა.
  • მონიტორინგის, შეფასება-შემოწმებისა და ანონიმური გამოკითხვის შედეგების ანა­ლიზის საფუძველზე ხარისხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მენეჯერი შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას, რაც მიზნად ისახავს არ­სე­ბულ ხარვეზების გამოსწორებას და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას.

 

მუხლი 3.ხარისხის შემოწმების -კითხვარების ფორმები

 

 

3.1. დაწესებულებაში  სწავლების  ხარისხის შეფასების მიზნით გამოიყენება  ხარისხის შემოწმების შემდეგი კითხვარების  ფორმები:

3.1.1.პროფესიული განათლების მასწავლებლის კითხვარი(დანართი 1);

3.1.2.პროფესიული სტუდენტის კითხვარი(დანართი 2);

3.1.3. ადმინისტრაციის კითხვარი(დანართი 3);

3.1.4.კურსდამთავრებულთა კითხვარი (დანართი 4);

3.1.5. დამსაქმებლის კითხვარი(დანართი 5).

 

 

 

 

 

 

მუხლი 4. დასკვნითი დებულება

 

4.1. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხარისხის შეფასების სისტემას ბრძანებით  ამტკიცებს აკადემიის დირექტორი და ცვლილებების შეტანა ხორციელდება  დირექტორის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის გზით.