დებულება

მუხლი1. ზოგადი დებულებები

 

  1. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის  აკადემიის  (შემდგომში აკადემიის) თანამდებობრივი ინსტრუქცია დებულება(შემდგომში დებულება)  განსაზღვრავს მართვის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციებს და უფლება-მოვალეობებს.

 

მუხლი 2.აკადემიის მისია

 

2.1.   საზოგადოებრივი  კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის  მისიაა თანამედროვე მეთოდების  დანერგვით, მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებით, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სისტემის შექმნით მოამზადოს მუდმივად ცვალებადი  თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ჯანდაცვისა და  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პროფესიული განათლების კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომელთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შეესაბამება თანამედროვე ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს. კოლეჯი განუხრელად იზრუნებს კურსდამთავრებულების კარიერის განვითარებაზე  და დასაქმების ხელშეწყობაზე; მაღალკვალიფიცირებული კადრების მოზიდვასა და საგანმანათლებლო პროცესში ჩართვაზე; კოლეჯის პედაგოგიური პერსონალის  და სხვა სტრუქტურების თანამშრომლების   ცოდნის განახლებასა და კვალიფიკაცის ამაღლებაზე.

.

 მუხლი 3. აკადემიის  სტრუქტურა

 

3.1. აკადემიის  მართვის   ორგანოებია:

 

3.1.1. დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრება;

3.1.2. დირექტორი

 

3.2.აკადემიის    სტრუქტურული  ერთეულებია:

 

ა) დირექტორის მოადგილე;

ბ)ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი;

გ)სასწავლო პროცესის მენეჯერი;

დ)საქმისწარმოების  მენეჯერი;

ე)ბუღალტერი;

ვ)ბიბლიოთეკის მენეჯერი;

ზ) სამეურნეო სამსახურის მენეჯერი;

თ) ექთანი;

ი) დაცვის   სამსახური;

კ)დამლაგებელი;

 

მუხლი  4. დამფუძნებელთა (პარტნიორთა)  კრება

 

  1. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის  აკადემიის  დამფუძნებელთა კრების კომპეტენციები, დამფუძნებელთა კრების მოწვევის და საქმიანობის წესი განისაზღვრება  დაწესებულების წესდებით;

 

 

 

 

მუხლი 5. დირექტორი

 

5.1. აკადემიას  ხელმძღვანელობს და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს   დირექტორი.

5.2. დირექტორი ინიშნება აკადემიის   დამფუძნებელთა კრების მიერ  წესდებით.

5.3.დირექტორი მოქმედებს საქართველოს კანონების „პროფესიული განათლებისა შესახებ“ და  „მეწარმეთა შესახებ“, დამფუძნებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

5.4. წარმოადგენს აკადემიას  მესამე პირებთან ურთიერთობაში, რომლის დროსაც ის მოქმედებს

ერთპიროვნულად მოქმედი კანონმდებლობისა და აკადემიის  წესდების საფუძველზე;

5.5. გამოსცემს  აკადემიის საგანმანათლებლო და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით  სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

5.6. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს (სილაბუსებს) და

5.7. ამტკიცებს აკადემიის მისიას და  აკადემიის საქმიანობისთვის  საჭირო  დებულებებს, დაწესებულების განვითარების ერთწლიან და ექვსწლიან სამოქმედო გეგმებს, საქმისწარმოების ერთიან წესს, შრომის შინაგანაწესს, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხარისხის შეფასების სისტემას, პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამების აღწერილობას კატალოგს,დებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს, წყვეტს კანონმდებლობითა და წინამდებარე   წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს;

5.8 ხელს აწერს   განსაზღვრული ფორმის პროფესიული განათლების კვალიფიკაციის მინიჭების  დამადასტურებელ დოკუმენტს – პროფესიულ დიპლომს და  სერთიფიკატებს;

5.9. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აფორმებს ხელშეკრულებებს აკადემიის ადმინისტრაციულ პერსონალთან, პროფესიული  განათლების მასწავლებლებთან და სხვა თანამშრომლებთან, პროფესიულ სტუდენტებთან /მათ წარმომადგენლებთან.

5.10. ამყარებს საერთაშორისო სასწავლო და კომერციულ კავშირებს;

5.11.ამტკიცებს   აკადემიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა  დოკუმენტებს.

 

მუხლი 6. დირექტორის მოადგილე

 

6.1. დირექტორის მოადგილე:

ა)  ამზადებს   და    აქვეყნებს       პრესრელიზებს;

ბ) გეგმავს   და      განახორციელებს       საიმიჯო       კამპანიებს;

გ) გეგმავს     და     განახორციელებს    პროფესიულ სტუდენტთა  მოსაზიდ    კამპანიებს;

დ) მონიტორინგს     უწევს     აკადემიაში სამეურნეო სამსახურის, ექთნის და დაცვის სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობას.

ე) უზრუნველყოფს   განხორციელებული    აქტივობების   შესახებ    ხარისხიანი    ინფორმაციის    დროულ    განთავსებას        ვებგვერდსა    და/ან     სხვასა    ინფორმაციო     მატარებლებზე;

ვ) ახდენს   განხორციელებული        აქტივობების ორგანიზაციულ   და    საპრეზენტაციო  უზრუნველყოფას;

ზ) გეგმავს   და    განახორციელებს   პროფესიულ სტუდენტთა/თანამშრომელთა    კორპორაციული   კულტურულ ღონისძიებებს.

თ)  ხელს  უწყობს    დამსაქმებლებთან      თანამშრომლობის    განვითარებას,   უზრუნველყოფს   სტუდენტებისა   და    კურსდამთავრებულებისათვის  ვაკანტური    სამუშაო    ადგილების    შესახებ     ინფორმაციის  მოძიებას და    განთავსებას    ვებგვერდზე/საინფორმაციო    დაფაზე.

9.2. აკადემიის დირექტორის მოადგილეს   თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  დირექტორი ბრძანებით.

9.3. აკადემიის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ახორციელებს დირექტორის მოადგილე.

 

 

 

მუხლი 7.ხარისხის  უზრუნველყოფის  მენეჯერი

 

7.1. ხარისხის  უზრუნველყოფის  მენეჯერი  ზრუნავს    აკადემიის   მეთოდებისა და  რესურსების,  აგრეთვე,  პერსონალის  კვალიფიკაციის  ამაღლების,  ხარისხის სისტემატურ  შეფასებასა და მის განვითარება–განახლებაზე.

7.2.აკადემიის    ხარისხის  უზრუნველყოფის   მენეჯერი  ახდენს  -პროფესიული განათლების მასწავლებლების ჩართულობით  შეიმუშავებს პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების მაქსიმალური მოქნილობის  პრინციპით  და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.

7.3.ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის მიღწევას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის, მათი მუშაობის სისტემატური შეფასებისა და უწყვეტი განვითარების  გზით.

7.4.საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით;

7.5. მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხარისხის შეფასების სისტემის და  კითხვარების ფორმების შემუშავებაში.კოორდინაციას უწევს გამოკითხვების ჩატარების გრაფიკს.

7.6.პერიოდულად ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს  და შეიმუშავებს რეკომენდაციებს  მათი გაუმჯობესებისათვის.

7.7. შეიმუშავებს მექანიზმებს პროფესიული  სტუდენტების  მომსახურების  ეფექტური  სერვისების  გაუმჯობესებისათვის  და ახალი მიდგომების  დანერგვისათვის.

7.8. უზრუნველყოფს  სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება-შესწავლა-კვლევა, განმავითარებელი საქმიანობის დაგეგმვა განხორციელებას.

7.9.ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული  ავტორიზაციის  თვითშეფასების  პროცესს და ამზადებს  შესაბამის დოკუმენტაციას.

7.10.ხარისხის  უზრუნველყოფის  მენეჯერს  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

მუხლი  8. სასწავლო პროცესის მენეჯერი

 

8.1. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი  ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების  საფუძველზე, განსაზღვრულ ვადებში აწარმოებს პროფესიულ  სტუდენტთა მიღწევების და  შეფასებების  მონიტორინგს;

ბ)დადგენილი ფორმის მიხედვით ხსნის და მუდმივად აწარმოებს აკადემიის პროფესიულ  სტუდენტთა სასწავლო ბარათებს;

გ)ახდენს  პროფესიულ სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების ანალიზს და შედეგებს პერიოდულად წარუდგენს  აკადემიის  დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;

გ) შეფასების შედეგების მიხედვით განსაზღვრავს პროფესიულ სტუდენტთა  იმ შემადგენლობას, რომელიც უნდა გავიდეს  დამატებით   გამოცდებზე;

დ) ხელს  აწერს  გამოცდების  უწყისებს;

ე) მუდმივად თანამშრომლობს პროფესიული  მასწავლებლებთან, რათა განუმარტოს მათ პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემის არსი, შეჯამების პრინციპები და განახორციელოს კონტროლი მის შესრულებაზე;

ვ) აკადემიის  დირექტორს   აწოდებს  პროფესიულ სტუდენტთა  პერსონალურ მონაცემებს;

ზ) აწარმოებს  პროფესიულ  სტუდენტთა  პირად  მონაცემებს   ცალკე   საქმედ , ხოლო  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გადასცემს შესანახად არქივს;

თ) ავსებს  კურსდამთავრებულთა  პროფესიული  დიპლომის   დანართებს(მოთხოვნის საფუძველზე);

ი) ადგენს დამტკიცებული პროგრამების სასწავლო გეგმების საფუძველზე ცხრილებს.

კ) ასრულებს დირექტორის სხვა დავალებებს, რომელიც სასწავლო პროცესის მართვასთან არის დაკავშირებული.

8.2. სასწავლო პროცესის   მენეჯერს   თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

მუხლი  9.  საქმისწარმოების მენეჯერი

 

9.1.აკადემიის საქმისწარმოების  მენეჯერი:

ა)აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის  რეგისტრაციას, უზრუნველყოფს აკადემიის  დოკუმენტაციის  მიმოსვლას  და   სისტემატიზაციას;

ბ)უზრუნველყოფს  დოკუმენტაციის   გაგზავნას   ფოსტის  ან/და   კურიერის   მეშვეობით;

გ)ახორციელებს  აკადემიის დირექტორის ბრძანებების რეგისტრაციას და  აკადემიის თანამშრომლებამდე   დაყვანას;

დ)ამზადებს  აკადემიის დირექტორის  ბრძანების  პროექტებს  თანამშრომელთა  დანიშვნის, სამსახურიდან  გათავისუფლების, დისციპლინური  პასუხისმგებლობის  დაკისრების, წახალისების, შვებულებისა  და  მივლინების  შესახებ;

ე)აკადემიის დირექტორის დავალებით  ამზადებს  პასუხებს აკადემიაში  შემოსულ  წერილებსა  და  განცხადებებზე, გასცემს ცნობებს, არეგისტრირებს ოქმებს.

ვ) აწარმოებს   არქივს;

ზ)საჭიროების   შემთხვევაში  ადგენს  აკადემიის  დირექტორის სამუშაო  შეხვედრების  და  თათბირების   ოქმებს;

თ)უზრუნველყოფს  საკადრო  საკითხებთან  დაკავშირებული  დოკუმენტაციის  შედგენას, წარმოებასა და  შენახვას, აკადემიის  პერსონალის  პირადი  საქმეების  ფორმირებას,  ხელშეკრულებების  მომზადებას, გაფორმებას   და   რეგისტრაციას;

ი)აღრიცხავს  აკადემიის  დირექტორის  დავალებებს  და  კონტროლს  უწევს  დადგენილ  ვადებში  მათ   შესრულებას;

კ)უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (პროფესიული დიპლომი) რეგისტრაციის ჟურნალის წარმოებას.

ლ)აწარმოებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს.

9.2. აკადემიის საქმისწარმოების   მენეჯერს  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  დირექტორი ბრძანებით.

 

 

მუხლი 10.ბუღალტერი

 

10.1. აკადემიის  ბუღალტერი

ა) ამზადებს მიღება-ჩაბარებისა და ურთიერთშედარების აქტებს;

ბ) უზრუნველყოფს  სამეურნეო ოპერაციების დროულ გაფორმებას;

გ) უზრუნველყოფს პირველადი დოკუმენტების მიღებას, გადამოწმებას, ანგარიშსწორების უზრუნველყოფასა და აღრიცხვას;

დ) ახორციელებს ხელფასების გაანგარიშებას, სახელფასო უწყისების მომზადებას;

ე) უზრუნველყოფს მივლინების გაანგარიშებას, ვალდებულების დოკუმენტებისა და      საგადახდო მოთხოვნების მომზადებას;

ვ) ახორციელებს  ბანკთან ურთიერთობას;

ზ) ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას. ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვას. ინვენტარიცაზიის ჩატარებაში მონაწილეობას;

თ) ადგენს ჟურნალ-ორდერული უწყისებს,  ყოველწლიურ ბალანსს;

ი) ახორციელებს ყოველკვარტალური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის წარმოებას აკადემიის მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ;

კ) ახორციელებს საგადასახადო დეპარტმენტთან ვალდებულებით განსაზღვრულ ურთიერთობას და ანგარიშგებას დადგენილ ვადებსა და პირობებში;

ლ)მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში. წარუდგენს დირექტორს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებს დასამტკიცებლად.

10.2.აკადემიის  ბუღალტერს  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს   დირექტორი ბრძანებით.

მუხლი 11. ბიბლიოთეკა

 

11.1. აკადემიის სასწავლო საქმიანობის შეფერხების გარეშე განხორციელებას უზრუნველყოფს  ბიბლიოთეკის  სტრუქტურული  ერთეული,  რომლის  მიზანიცაა აკადემიის    ყველა სახის პერსონალისა და პროფესიული სტუდენტების უზრუნველყოფა პროგრამების შესაბამისი წიგნადი ფონდით, როგორც ელექტრონული სახის, ასევე ციფრულ მატარებლებზე არსებული რესურსებით.

11.2.ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის მენეჯერი, რომელიც

ა) წარმართავს ბიბლიოთეკის საქმიანობას;

ბ)  პასუხს აგებს  ბიბლიოთეკის ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;

გ) ატარებს სათანადო ღონისძიებებს   ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის,  საბიბლიოთეკო  ფონდების  დაცვის, მკითხველთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;

დ)უზრუნველყოფს      მკითხველთა      მომსახურებას      ბიბლიოთეკის      ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით;

ე) უზრუნველყოფს მსურველთათვის სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ მკითხველის ფორმულარების გახსნას;

ვ)  იღებს  წიგნებს,  უზრუნველყოფს  მათ  დამუშავებას  საბიბლიოთეკო საერთაშორისო სტანდარტებით;

ზ) უზრუნველყოფს წიგნების აღრიცხვას ელექტრონულ და ქაღალდის კატალოგებში;

თ)   უზრუნველყოფს   აკადემიის      მიერ   გამოწერილი   პერიოდიკის   დამუშავებასა   და აღრიცხვას;

ი) უზრუნველყოფს  აკადემიის   ბიბლიოთეკის  დარბაზში სათანადო წესრიგის დაცვას.

11.3.  ბიბლიოთეკასთან  დაკავშირებული  სხვა  ინფორმაცია  განსაზღვრულია  აკადემიის   ბიბლიოთეკით სარგებლობის წესით , რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს  აკადემიის    დირექტორი.

11.4.. ბიბლიოთეკის  მენეჯერს   თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

მუხლი 12. სამეურნეო სამსახურის  მენეჯერი

 

12.1. სამეურნეო სამსახურის მენეჯერი:

ა) უშუალოდ ხელმძღვანელობს  დაწესებულების მთელ სამეურნეო საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია მატერიალურ-ტექნიკური  ბაზის დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე;

გ) ევალება დაწესებულების ყველა სტრუქტურული ერთეულის, პერსონალის უზრუნველყოფა საჭირო ინვენტარით;

დ) პასუხისმგებელია აუდიტორიების, კაბინეტ-ლაბორატორიების, სამედიცინო პუნქტის, სასწავლო-ბაზების , სასადილოს და სხვა ობიეტების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე;

ე) თვალყურს ადევნებს  მშენებლობას, კაპიტალურ და მიმდინარე რემონტებს;

ვ) სამეურნეო სამსახურის  მენეჯერი ანგარიშვალადებულია   დირექტორის მოადგილის წინაშე.

12.2.სამეურნეო სამსახურის  მენეჯერს  ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

 

 

მუხლი 13. ექთანი

 

13.1.  აკადემიის   პირველად სამედიცინო   პუნქტს   ხელმძღვანელობს ექთანი,  რომელიც

ა)საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს აკადემიის  პროფესიულ სტუდენტებს და პერსონალს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობით;

ბ)ახორციელებს ზედამხედველობას აკადემიაში  ჯანმრთელობისათვის  უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემოს არსებობაზე;

გ) შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, უარი განაცხადოს  კონკრეტული პროფესიული  სტუდენტის  პრაქტიკის ობიექტზე გასაშვებად,თუ ეს წინააღმდეგ ნაჩვენებია ან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას.

დ)პროფესიულ  სტუდენტთა და პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით  საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია  გადაამოწმოს პროფესიული სტუდენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და მიიღოს  გადაწყვეტილება მისი საკონტაქტო საათებიდან დროებით დათხოვნის   მიზანშეწონილობის/აუცილებლობის შესახებ;

ე)კონტროლზე აჰყავს განსაკუთრებული ან/და სპეციალური საგანმანათლებლო   საჭიროების მქონე  პროფესიული  სტუდენტთათვის ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნის   საკითხი;

ვ)საკითხები, რომლებიც არ არის განხილული წინამდებარე დებულებაში გაწერილია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმებში.

13.2.ექთანს  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

 

მუხლი 14.  დაცვის  სამსახური

 

14.1. დაცვის სამსახური უზრუნველყოფს:

ა)აკადემიის  ბალანსზე არსებული შენობა–ნაგებობების, ცალკეული სათავსოების, ოთახების, კორიდორების, სველი წერტილების და სხვა, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის ფიზიკურ და სახანძრო უსაფრთხოებას, საექსპლუატაციო ვარგისიანობას, აგრეთვე სისუფთავის და სანიტარულ–ჰიგენური ნორმების დაცვას, ელექტრო მომარაგებას, ელექტროგაყვანილობის გამართულ მუშაობას და განათებას, წრალმომარაგებას, წყლისა და საკანალიზაციო მილგაყვანილობის და გათბობის გამართულ მუშაობას;

ბ) უსაფრთხოების პროცედურების განხორციელებას;

გ)პროფესიული  სტუდენტების, პერსონალისა და დაწესებულების უსაფრთხოების  დაცვას;

დ) უსაფრთხო,  მშვიდ სამუშაო და სასწავლო გარემოს;

ე) დახმარებას უწევს   შშმ  პირებს გადაადგილებაში.

ვ)სხვა საკითხები რეგულირდება წესრიგის  დაცვის  და ხანძარსაწინაარმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებით.

14.2.დაცვის სამსახურს  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

მუხლი 15. დამლაგებელი

 

15.1. დირექტორი უფლებამოსილია შექმნას დაწესებულების საქმიანობისათვის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები .

15.2.დამლაგებელი – პასუხისმგებელია ცენტრის შიდა პერიმეტრის სანიტარულ–ჰიგიენურ მდგომარეობაზე.

15.3.დამლაგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

 

 

მუხლი 16.დასკვნითი და გარდამავალი

დებულებები

 

16.1. აკადემიის დებულების მიღება ხორციელდება  დირექტორის მიერ    ბრძანების გამოცემის გზით. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, აგრეთვე დებულების    გაუქმება, ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის   დაცვით.