ქცევის წესები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 

1.1.წინამდებარე წესი  არეგულირებს  შპს  საზოგადოებრივი კოლეჯი  ზუგდიდის  აკადემიის  (შემდგომში – აკადემია ) ბიბლიოთეკის  მუშაობის  წესს.

1.2.ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის მენეჯერი.

 

მუხლი 2.  ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი

 

2.1.  აკადემიის ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის  ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. ხოლო შაბათს  10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შესვენება 12:30 საათიდან 13:00 საათამდე.

 

მუხლი 3.ბიბლიოთეკით სარგებლობა

 

3.1. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვთ ბიბლიოთეკაში გაწევრიანებულ პირებს.

3.2. ბიბლიოთეკაში გაწევრიანების უფლება აქვთ:

ა. აკადემიის პროფესიულ სტუდენტებს;

ბ. აკადემიის პერსონალს;

 

მუხლი 4. პროფესიული  სტუდენტების გაწევრიანება

 

4.1. აკადემიის პროფესიული სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება სტუდენტობის  პერიოდში .

4.2.პროფესიული სტუდენტი, რომელიც ერთხელ გაწევრიანდება სწავლების  პერიოდში, რჩება  ბიბლიოთეკის  წევრად   სწავლების  მთელი   პერიოდისათვის.

4.3. პროფესიული სტუდენტის  ბიბლიოთეკაში   გაწევრიანება  დასტურდება  მის  მიერ სააპლიკაციო განაცხადის შევსებით.

4.4.აკადემიის   პროფესიულ  სტუდენტისათვის   ბიბლიოთეკაში   გაწევრიანება   უფასოა

 

მუხლი 5.   პერსონალის  გაწევრიანება

 

5.1. აკადემიის პერსონალის  ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება მათ მიერ შესაბამის პოზიციებზე ყოფნის განმავლობაში.

5.2. პერსონალის  ბიბლიოთეკაში  გაწევრიანება  დასტურდება  მის  მიერ სააპლიკაციო განაცხადის შევსებით.

5.3.აკადემიის   პერსონალისათვის    ბიბლიოთეკაში   გაწევრიანება  უფასოა.

 

მუხლი 6. ბიბლიოთეკიდან წიგნების   გატანა   და  დაბრუნება

 

6.1. წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს  მხოლოდ  თითო ეგზემპლარი, გამონაკლისის  გარეშე, ბიბლიოთეკიდან  არ  გაიცემა. ასეთი წიგნებით სტუდენტს  შესაძლებლობა  აქვს  ისარგებლოს  მხოლოდ სამკითხველო  დარბაზში, ან ქსეროქსზე გადაიღოს მისთვის  საჭირო   ადგილები, თუ   მთელი  წიგნი.

6.2.პროფესიულ სტუდენტს  შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც  ბიბლიოთეკაში  მოიპოვება  რამდენიმე ეგზემპლარის სახით. უპირატესად გაიცემა დაქსეროქსებული ეგზემპლარი, თუკი  ასეთი   არსებობს.

6.3. ბიბლიოთეკიდან   წიგნი   გაიცემა    ხუთი სამუშაო დღის ვადით.

6.4.მკითხველი  ვალდებულია  წიგნი  დაუბრუნოს  ბიბლიოთეკას.

6.5.თუ  მკითხველს  წიგნი  კვლავაც  სჭირდება, მას  შეუძლიაის  ხელახლა  გაიტანოს (ისევ   ხუთი სამუშაო დღის ვადით), იმ  შემთხვევაში, თუ  კი  წიგნზე  არშემოსულა   სხვა    განაცხადი.

6.6. თუ  წიგნის დაბრუნება ბიბლიოთეკაში  არ მოხდა  საჭირო  დროს, აუცილებლად  უნდა  შეატყობინოთ   ბიბლიოთეკას   დროულად არ დაბრუნების მიზეზი. მიზეზის არასაპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში  წიგნის გამტანი ვალდებულია დააბრუნოს წიგნი ორი დღის ვადაში.

6.7..წიგნის დაკარგვის ან ისეთი დოზით დაზიანების შემთხვევაში,როდესაც მისი გამოყენება შეუძლებელია, წიგნის გამტანი ვალდებულია   ბიბლიოთეკაში მოიტანოს იგივე სახის წიგნი ან აანაზღაუროს  გატანილი წიგნის საფასური.

6.8..წიგნის   გატანის   ვადის   გახანგრძლივება   შეიძლება  მხოლოდ   ორჯერ.

6.9..ბიბლიოთეკის მენეჯერს  შეუძლია მოითხოვოს წიგნის თუ  ბიბლიოთეკიდან  გატანილი  რომელიმე   სხვა   ნივთის (დისკის, ვიდეო-კასეტის) ვადაზე  ადრე  დაბრუნება. ასეთ  შემთხვევაში  მკითხველი  ვალდებულია  წიგნი  დააბრუნოს  შეტყობინებიდან  ერთი  დღის განმავლობაში.

 

მუხლი 7. ბიბლიოთეკაში  ქცევის   წესები

 

7.1. ბიბლიოთეკაში   სასტიკად    აკრძალულია:

ა)მოწევა,

ბ)ხმაური  და   საუბარი.

გ)წიგნის  არასწორად  დადება, მისი დამალვის, ანუ  სხვა სტუდენტისათვის წიგნის  გამოყენების  ხელის  შეშლის   მიზნით.

დ)წიგნის  ან  სასწავლო  მასალების   დაზიანება, დაფხაჭნა  და  ფურცლების  ამოგლეჯა.

7.3.აღნიშნული  წესებისადმი  დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბიბლიოთეკის მენეჯერი უფლებამოსილია  დაუწესოს  ბიბლიოთეკით სარგებლობის შეზღუდვა ასეთ მომხმარებელს.

 

 

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

 

8.1. ბიბლიოთეკით სარგებლობის  წესს  ბრძანებით  ამტკიცებს    აკადემიის დირექტორი.

8.2.ამ   დებულებაში ცვლილების ან/და დამატების  შეტანა  ხდება   აკადემიის  დირექტორის  ბრძანებით