წესდება

  დამტკიცებულია:

                                                                  შპს საზოგადოებრივი კოლეჯი   ზუგდიდის აკადემიის

                                          დამფუძნებლების გადაწვეტილებით № 4

                                                                                                                                                                          17.04.2017 წ.

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია

წესდება

ქ.ზუგდიდი

2017 წელი

(შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება)

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია

საინდენტიფიკაციო კოდი :420002026

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს.

1.2. საზოგადოება  წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3. საზოგადოების  სახელწოდება:

ქართულად-  შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია

ინგლისურად: Community College   Academy  of   Zugdidi  Ltd.

ელექტრონული მისამართი:[email protected]

1.4. საზოგადოების  იურიდიული მისამართი: საქართველო,ქ.ზუგდიდ, შ.კიტიას N 9.

1.5. საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.

1.6. საზოგადოების საქმიანობის საგანი:

 საგანმანათლებლო საქმიანობა:

 1.7. საზოგადოებას უფლება აქვს მოგების მიღების მიზნით განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული. ის საქმიანობა, რომელიც კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის/ ავტორიზაციის/აკრედიტაციის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიღების მომენტიდან.

1.8. საზოგადოება წარმოიშვა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და არსებობს განუსაზღვრელი ვადით.

1.9.საზოგადოებას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, ბეჭედი, ლოგო და სატიტულო  ფურცელი(ბლანკი).

1.10. საზოგადოება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის, პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის,საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების და ამ წესების შესაბამისად.

მუხლი 2საზოგადოების დამფუძნებლები და შენატანი

2.1. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი არიან:

  1. ნესტან აბსავა – დაბადებული 28. 06. 1978 წელი, პ/ნ 19001032625,  მისამართი:საქართველო ქ. ზუგდიდი. სოფ. ყულიშკარი;
  2. ჯულიეტა ჩხაპელია  – დაბადებული 15. 05. 1963 წელი, პ/ნ 62006002435, მისამართი: საქართველო, ქ. ზუგდიდი.

2.2. პარტნიორთა წილები კაპიტალში განისაზღვრა შემდეგნაირად:

  1. 1.ნესტან აბსავა –  პ/ნ 1900103262, – 50% წილის მფლობელი;
  2. ჯულიეტა ჩხაპელია  –  პ/ნ 6200600243550წილის მფლობელი.

2.3.საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 10 000 ( ათი ათასი )ლარს, რომელიც შევსებულია არაფულადი შენატანით;

2.4.საწესდებო კაპიტალში დამფუძნებლების შენატანი განისაზღვრება შემდეგნაირად ნესტანი აბსავა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.  ჯულიეტა ჩხაპელია 5000 (ხუთი ათასი) ლარი;

2.5.შეიძლება საწესდებო კაპიტალის გარდა დამფუძნებლების მიერ შეტანილი იქნეს დამატებითი შენატანები .შესაძლებელია დამატებითი შენატანის უკან გამოტანა  დამფუძნებლების გადაწყვეტილებით.

მუხლი 3. საზოგადოების  წილის დათმობის წესი

3.1   პარტნიორებს შეუძლიათ წილის გასხვისება და მემკვიდრეობით გადაცემა;

3.2 თუ პარტნიორი თავდაპირველი წილის მისამატებლად შეიძენს  სხვა წილს, მაშინ თითოეული წილი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას;

3.3 პარტნიორის მიერ წილის დათმობა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ   ხელშეკრულებას;

3.4 წილის ნაწილობრივი  გასხვისება შესაძლოა მხოლოდ საზოგადოების ნებართვით. ნებართვაში უნდა აღინიშნოს შემძენის პიროვნება და თანხა, რომელიც შეესაბამება დაუნაწევრებელი შენატანის გაყოფის შედეგად წარმოშობილ თითოეულ წილს. შესატანის ოდენობა თითოეული პარტნიორისათვის შეიძლება განსხვავებულად განისაზღვროს მაგრამ უნაშტოდ იყოფოდეს.

  მუხლი 4. დამფუძნებელი პარტნიორების უფლებამოსილება

4.1 ა) საზოგადოების პარტნიორი  შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე;

        ბ)საზოგადოების პარტნიორები  ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას და იურიდული პირის უფლებებს;

        გ) ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლებისა და  საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა მას უფლება აქვს შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე  და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების საბუღალტრო წიგნებს  უშუალოდ ან დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით და საზოგადოების ორგანოებს მოთხოვოს  განმარტებები  წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ. ოღონდ თუ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე  აღმოჩნდება, რომ ანგარიში არასწორადაა შედგენილი ამ ანგარიშების შემოწმების ხარჯები ეკისრება საზოგადოებას;

        დ) თანაბარ პირობებში პარტნიორებს თანაბარი უფლებები აქვთ;

        ე) პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას;

        ვ) დირექტორმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართოს  გაეცნოს წიგნებსა და ჩანაწერებს;

        ზ) თანამდებობაზე დანიშნოს თანამდებობიდან გამოიწვიოს და პერიოდულად აკონტროლოს საზოგადოებროვი კოლეჯის ხელმძღვანელი პირი საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი;

        თ) მოითხოვოს და მიიღოს საზოგადოებროვი კოლეჯის საქმიანობის შესახებ  ნებისმიერი ინფორმაცია მისთვის სასურველი (წერილობითი ან ზეპირი) ფორმით.

მუხლი 5. დამფუძნებელი პარტნიორების ვალდებულებები

5.1 საზოგადოებროვი კოლეჯის  დამფუძნებლები მოვალენი არიან:

       ა) მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი კოლეჯის  მართვაში;

       ბ) მიიღონ მოგების კუთვნილი წილი და ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღოს ქონების კუთვნილი წილი.

        გ) პარტნიორები მოვალენი არიან: იმოქმედონ ერთობლივად არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია საზოგადოებრივი კოლეჯის შესახებ;

       დ) დაიცვან წესდების დებულებები და შეასრულონ საზოგადოების კრების გადაწყვეტილებები.

მუხლი 6. საზოგადოებრივი კოლეჯის  მართვის ორგანოები

6.1 საზოგადოებროვი კოლეჯის  მართვის ორგანოებია:

        ა)  დამფუძნებელთა (პარტნიორთა ) კრება

        ბ)  საზოგადოებროვი კოლეჯის  დირექტორი.

მუხლი 7. საზოგადოებრივი კოლეჯის  ძირითადი

 სტრუქტურული ერთეულები

7.1  საზოგადოებრივი კოლეჯის  ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია:

        ა)  დირექტორის მოადგილე

        ბ)ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

        გ) სასწავლო პროცესის მენეჯერი

        დ) საქმისწარმოების მენეჯერი

        ე) ბიბლიოთეკის მენეჯერი

        ვ) ბუღალტერი

       ზ) სამეურნეო სამსახურის მენეჯერი

       თ) ექთანი

       ი) დაცვის სამსახური

        კ) დამლაგებელი

7.2 საზოგადოებრივი კოლეჯის   სტრუქტურული ერთეულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო  ერთეულების საქმიანობა და უფლებამოსილება წინამდებარე წესდების გარდა დამატებით განისაზღვრება დირექტორის მიერ მათთვის   ინდივიდუალურად დამტკიცებული დებულებების საფუძველზე.

მუხლი 8. საზოგადოებრივი კოლეჯის დამფუძნებლების ფუნქციები

8.1  საზოგადოების უმაღლეს მართველობით ორგანოს წარმოადგენს დამფუძნებლების გადაწყვეტილება.

8.2.      დამფუძნებლები იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ საკითხებზე :

       ა) საზოგადოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა;

       ბ)საზოგადოების სარეგისტრაციო განაცხადის  მონაცემებსა  და წესდებაში ცვლილებების

   მიღება;

გ)ფილიალის შექმნა და ლიკვიდაცია;

დ) წლიური შედეგების დამტკიცება;

ე)აუდიტორიის არჩევა;

ვ)პროკურის გაცემა და გაუქმება;

ზ)საწაარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

თ)ხელძღვანელი პირთათვის მოგებისა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;

ი)იმ დამატებითი უფლებების გამოყენება ,რომელიც საზოგადოებას დაფუძნებიდან ან  საზოგადოების მართვიდან გამომდინარე  აქვს  დირექტორის მიმართ;

კ)  დამატებითი შენატანის უკან დაბრუნება ;

ლ)დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა ,მასთან ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა,აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება;

მ)სამეთვალყურო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ნ)შენატანის მოთხოვნა;

ო) ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

პ)კანონით ამ წესის დამფუძნებლებისათვის დაკისრებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

მუხლი 9. საზოგადოების ხემძღვანელობა,წარმომადგენლობა

      9.1.საზოგადოების წარმომადგენლობის და ხემძღვანელობის უფლებამოსილება ენიჭება დირექტორს. საზოგადოების ხემძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლებამოსილება მოენიჭოს: ნესტანი აბსავა პ/ნ 19001032625, დაბადებული 28.06.1978წ. მისამართი: საქართველო, ქ.ზუგდიდი ,ს ყულიშკარი.

მუხლი 10დირექტორის უფლებამოსილება

10.1.დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღეს კეთილსინდისიერად, ის უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ის ჯეროვნად არ შეასრულებს აღნიშნულ მოვალეობას, პასუხს აგებს კომპანიის წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პირადად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

10.2.დირექტორის ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საზოგადოების სახელით გადაწყვეტილებების მიღების უფლებას.

10.3.დირექტორი უფლებამოსილია მინდობილობის გარეშე დამოუკიდებლად იმოქმედოს საზოგადოების სახელით და წარმოადგინოს საზოგადოება მესამე პირებთან ურთიერთობაში.

10.4. დირექტორის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით.

10.5.დირექტორი უწევს ზედამხედველობას და კონტროლს წლიურ ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას.

10.6.საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფისვალდებულება ეკისრება;

10.7.დირექტორი:

10.7.1.ამტკიცებს საშტაბო განრიგს ,დაწესებულების მისიას, საქმისწარმოების ერთიან წესს, სტრატეგიული განვითარების გეგმებს, დებულებებს და  დაწესებულების მართვის საჭირო სხვა ნორმატული დოკუმენტაციას.

10.7.2.სამუშაოდ ღებულობს და სამუშაოდან ათავისუფლებს თანამშრომლებს;

10.7.3.ხელს აწერს განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს -პროფესიულ დიპლომს, სერტიფიკატებს სასწავლო და გადასამზადებელ კურსების დამთავრების შესახებ.

10.7.4.ზრუნავს სწავლისა და სწავლების პროცესის ეფექტურად წარმათვისათვის.

10.7.5.ქმნის საჭირო პირობებს სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად;

10.7.6.წარმოადგენს აკადემიას მესამე პირებთან ურთიერთობაში, გადასცემს რწმუნებულებს წარმომადგენლობის შესახებ;

10.7.7. აფორმებს ხელშეკრულებებს შტატის თანამშრომლებთან, პროფესიულ მასწავლებლებთან, პროფესიულ  სტუდენტებთან ან მათ კანონიერ წარმომადგენლებთან.

10.8. ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას რაც საჭიროა დაწესებულების მართვაში.

მუხლი 11. საზოგადოების წლიური ანგარიში და აღრიცხვა

11.1 საზოგადოებრივი კოლეჯის წლიურ ანგარიშს ადგენს კოლეჯის დირექტორი;

11.2 გასული სამეურნეო წლის ბალანსი, ანგარიში მოგება ზარალის შესახებ დგება სამეურნეო

        წლის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში და გადაეცემა საზოგადოებრივი

        კოლეჯის დამფუძნებლებს.

11.3 დირექტორი პასუხისმგებელია საზოგადოების საბუღალტრო საქმეებისა და აღრიცხვის

        წარმოებაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11.4 დამფუძნებელი პარტნიორები დირექტორისაგან წლიური ანგარიშის მიღების შემდეგ

       იხილავს და ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის წლიურ ანგარიშსა და შედეგების

      განაწილებას.

მუხლი 12.  წლიური შედეგები

12.1 პარტნიორებს  აქვთ წლიური გაუნაწილებელი მოგების მიღების უფლება მოგების  ჩათვლით  და ზარალის გამოკლებით.

12.2 შედეგების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორებს  შეუძლიათ   თანხა მოგების დანაზოგებში ჩარიცხონ ან წარმოადგინონ როგორც  მოგება  თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

12.3 წლიური  წმინდა  მოგების განაწილება ხდება   წილის  პროპორციულად.    

12.4 დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს  ერთი თვისა, მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან.

მუხლი 13 .საზოგადოების ლიკვიდაციარეორგანიზაცია

13.1. საზოგადოების ლიკვიდაციარეორგანიზაცია შესაძლებელია პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე.

13.2. სუბიექტის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ხორციელდება ,,მეწარმეთა შესახებ“

საქართველოს კანონით დაგენილი წესით.

მუხლი 14. დასკვნითი დებულებები

14.1. წინამდებარე წესდება  ძალაში შედის დამფუძნებლების  მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

14.2. თუ ამ წესდების  რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

14.3 ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შრის შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

დამფუძნებლები:

  1. ნესტანი    აბსავა – ( პ/ნ 1900103262)

————————————————–

   

  1. ჯულიეტა    ჩხაპელია  –  პ/ნ 62006002435

      

     —————————————————-