სტუმრად მედია მუზეუმში

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია

საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის მასაჟისტის სპეციალობის პროფესიული სტუდენტები, დღეს მიწვევით იმყოფებოდნენ მედია მუზეომში. სტუდენტებმა დაათვალიერეს აქ წარმოდგენილი ძველი გაზეთები, ჟურნალები, ჟურნალისტების საავტორო წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, პოლიგრაფია, ფოტოაპარატები, ტელევიზორი, რადიო, უხმო ვიდეო აპარატი, საბეჭდი მანქანა, ფაქსი და სხვ. მუზეუმის დამაარსებლის, მარინე დამენიას თქმით, წარმოდგენილ ექსპონატებს ის 20 წელზე მეტია აგროვებს და ამის მთავარი მიზანი მომავალი თაობისთვის ნამუშევრების გაცნობაა. ასევე სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მუზეომი. ქალბატონმა ლალი ლატარიამ სტუდენტებს გააცნო და აუხსნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა.
სტუდენტებთან ერთად მუზეომში იმყოფებოადა საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის მასწავლებელი ქალბატონი თეა ჭეჟია .