საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში სამეგრელოს რეგიონალური არქივის დირექტორი მილენა თორია

საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში დასრულდა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება – გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა ოფიის-მენეჯერი. პროგრამით მოსარგებლეებმა ჩააბარეს სასერტიფიკატო გამოცდა, რომელსაც ესწრებოდა სამეგრელოს რეგიონული არქივის დირექტორი ქალბტონი მილენა თორია.

 

 

საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის პროფესიული სტუდენტები საზაფხულო ბანაკში

საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის სტუდენტები მიემგზავრებიან საზაფხულო შაორმის ბანაკში , სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დაისვენონ რაჭაში, მიიღონ მონაწილეობა სპორტულ თამაშებში და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში.

მოკლევადიანი პროფესიული პროგრამის მსმენელების შეხვედრა დამსაქმებლებთან

მიმდინარე წლის 13 ივლისს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქალაქ ბათუმში სასტუმრო WYNDHAM BATUMI-ში ჩატარდა დასაქმების ფორუმი. სადაც მოანწილეობას ღებულობდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის მოკლევადიანი პროფესიული პროგრამის მოსარგებლეები. მსმენელები შეხვდნენ შრომით ღია ბაზარზე არსებული ვაკანსიებით 40 მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელს რაც ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებლების მყისიერ დასაქმებას.

მოკლევადიანი მსმენელების საყურადღებოდ

მიმდინარე წლის 13 ივლისს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო WYNDHAM BATUMI-ში (მის: მემედ აბაშიძის ქ. 33). 14 საათიდან 17 საათამდე, ტარდება დასაქმების ფორუმი. ვთხოვთ პროგრამაში ჩართული მოსარგებლეებს მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ შეხვედრაზე, რომლებიც ერთ სივრცეში შეხვდებიან შრომით ღია ბაზარზე არსებული ვაკანსიებით 40 მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელს. რაც ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებლების მყისიერ დასაქმებას.
გადაადგილება უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის მიერ.

მოდულური/დუალური პროგრამების მხარდაჭერის ექსპერტი საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდის აკადემიაში

მოდულური/დუალური პროგრამების მხარდაჭერის ექსპერტი საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდის აკადემიაში.

გარე მხარდაჭერის მისიით 22-23 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდს აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ნანა შარაბიძე. ვიზიტი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდის აკადემიაში აღნიშნული მოდულური სწავლების მიმდინარეობის შესწავლას და ახალი მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობას. მუშაობა წარიმართა მდგომარეობის გაცნობის, აზრთა ურთიერთ შეჯერების, საქმიანი კონსულტირების ვითარებაში. გარე მხარდაჭერის სპეციალისტი გაეცნო შესაბამის დოკუმენტაციის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის (მენეჯერი ფატი შენგელია), სასწავლო პროცესის მართვის (მენეჯერი ინდირა არონია) . დაინტერესდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობით. დაესწრო მეცადინეობას. შეხვდა პროფესიულ მასწავლებელთა პერსონალს. ჰქონდა შეხვედრა – გასაუბრება აკადემიის პროფესიულ სტუდენტებთან. შემაჯამებელ შეხვერდაზე ექსპერტმა მიუთითა აკადემიის მუშაობის დადებით მხარეებზე, ასევე სარეკომენდაციო ხასიათის რჩევებზე. აკადემიის დირექტორმა ნესტან აბსავამ და დირექტორის მოადგილემ ანზორ ჩხაპელიამ დადებითად შეაფასეს აკადემიაში ექსპერტ ნანა შარაბიძეს ვიზიტი და აღნიშნა, რომ: ორდღიანი დატვირთული სამუშაო პროცესი აღმოჩნდა საქმიანი, ნაყოფიერი. არის რეკომენდაციები. რაც დაგვეხმარება საქმიანობის სრულყოფაში“. ვიზიტმა ჩაიარა კეთილმოსურნეობის, მხარდაჭერისა და გამოცდილების, მიდგომების ურთიერთგაზიარების ფორმატში.

1 2 3