სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება- გადამზადება საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდის აკადემიაში

სოციალური მომსახურების სააგენტომ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სწავლება დაიწყო საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდის აკადემიაში ოფისის მენეჯერის და ბუღალტერიის მოკლევადიან სასწავლო კურსებზე                                   

ისწავლეთ უფასოდ და დასაქმდით!

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია

ისწავლეთ უფასოდ და დასაქმდით! 
2019 წლის 2აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამაზე:
1. ოფისის მენეჯერი ;
2. ბუღალტრული აღრიცხვა ;
ჩარიცხვის პროცედურების შესახებ დაგვიკავშირდით:
ტელ: 568 67 58 78 
ან მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოებს.

სტუმრად მედია მუზეუმში

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია

საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის მასაჟისტის სპეციალობის პროფესიული სტუდენტები, დღეს მიწვევით იმყოფებოდნენ მედია მუზეომში. სტუდენტებმა დაათვალიერეს აქ წარმოდგენილი ძველი გაზეთები, ჟურნალები, ჟურნალისტების საავტორო წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, პოლიგრაფია, ფოტოაპარატები, ტელევიზორი, რადიო, უხმო ვიდეო აპარატი, საბეჭდი მანქანა, ფაქსი და სხვ. მუზეუმის დამაარსებლის, მარინე დამენიას თქმით, წარმოდგენილ ექსპონატებს ის 20 წელზე მეტია აგროვებს და ამის მთავარი მიზანი მომავალი თაობისთვის ნამუშევრების გაცნობაა. ასევე სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მუზეომი. ქალბატონმა ლალი ლატარიამ სტუდენტებს გააცნო და აუხსნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა.
სტუდენტებთან ერთად მუზეომში იმყოფებოადა საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის მასწავლებელი ქალბატონი თეა ჭეჟია .

 შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია

საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის ოფისის მენეჯერის მე-4 საფეხურის პროფესიული სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ში.
პროფესიულ სტუდენტებს შეხვდა და გაესაუბრა საკრებულოს ფრაქცია მრეწველების თავმჯდომარე ბ-ნი მიხეილ ჯობავა ; მან პროფესიულ სტუდენტებს მომავალი კარიერის ასპარესზე წარმატებები უსურვა.

საზოგადოებრივ კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში სახალწლო ღონისძიება

     28 დეკემბერს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის  სახალწლო  სადღესასწაულო  ღონისძიება გაიმართა , კოლეჯის  სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის საზეიმო ნომრებში,მოხდა გამარჯვებულების გამოვლენა და მათი დაჯილდოებაც.

 

 

 

 

 

 

 

მოდულური/დუალური პროგრამების მხარდაჭერის ექსპერტი საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდის აკადემიაში.

გარე მხარდაჭერის მისიით 11,12 და 13 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ ზუგდიდს აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ქალბატონი ნანა შარაბიძე. ვიზიტი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივ კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში აღნიშნული მოდულური სწავლების მიმდინარეობის შესწავლას და ახალი მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობას. მუშაობა წარიმართა მდგომარეობის გაცნობის, აზრთა ურთიერთ შეჯერების, საქმიანი კონსულტირების ვითარებაში. გარე მხარდაჭერის სპეციალისტი გაეცნო შესაბამის დოკუმენტაციის, დაესწრო მეცადინეობას. შეხვდა კოლეჯის ადმინისტრაციას და გააცნო ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ. ჰქონდა შეხვედრა – გასაუბრება აკადემიის პროფესიულ სტუდენტებთან. შემაჯამებელ შეხვერდაზე ექსპერტმა მიუთითა აკადემიის მუშაობის დადებით მხარეებზე, ასევე სარეკომენდაციო ხასიათის რჩევებზე. აკადემიის დირექტორმა ნესტან აბსავამ დადებითად შეაფასა აკადემიაში ექსპერტ ნანა შარაბიძეს ვიზიტი და აღნიშნა, რომ სამდღიანი დატვირთული სამუშაო პროცესი აღმოჩნდა საქმიანი, ნაყოფიერი. არის რეკომენდაციები. რაც დაგვეხმარება საქმიანობის სრულყოფაში“. ვიზიტმა ჩაიარა კეთილმოსურნეობის, მხარდაჭერისა და გამოცდილების, მიდგომების ურთიერთგაზიარების ფორმატში.

საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში სახელმწიფოს მიერ პროფესიული მომზადება -გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის კურსმოსმენილებს გადაეცათ სერტიფიკატები. სერტიპიკატები გადაცსა საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის დირექტორის მოადგილემ აკადემიკოსმა ანზორ ჩხაპელიამ.

 

 

საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში სამეგრელოს რეგიონალური არქივის დირექტორი მილენა თორია

საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში დასრულდა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება – გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა ოფიის-მენეჯერი. პროგრამით მოსარგებლეებმა ჩააბარეს სასერტიფიკატო გამოცდა, რომელსაც ესწრებოდა სამეგრელოს რეგიონული არქივის დირექტორი ქალბტონი მილენა თორია.

 

 

1 2 3