საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში მიმდინარეობს მოლევადიანი გადამზადების პროგრამა ფინანსური ანგარიშგება-დეკლარირება . პროგრამის მიზანია გაიღრმავონ ცოდნა/უნარები შემდეგი მიმართულებით :
• სამეურნეო სუბიექტის სააღრიცხვო პოლიტიკა;
• ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადება;
• სამეურნეო სუბიექტის ბუღალტრული აღრიცხვა- ანგარიშგების კონტროლი;
• სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის სტატუსის მქონე საწარმოებში ბუღალტრული
აღრიცხვის წარმოება;
• კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო დეკლარაციების შევსება;
• ეკონომიკური ანალიზის პრინციპები და სახეების კლასიფიკაცია;
აგრეთვე სპეციალობასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული
მოთხოვნები, შრომის ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა გაუწიოს მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა თანამშრომელს. გამოიმუშაოს შესაბამისი უნარები
და კომპეტენციები, შეძლოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.