
საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიაში დასრულდა ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო მოკლევადიანი პროგრამა ” სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში .

პროგრამის დასასრულს ბენეფიციარებმა ქ.ზუგდიდის მე- 2 საბავშვო ბაღში ჩაატარეს შემაჯამებელი ღია აქტივობები პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების შესაბამისად:

მცირე ჯგუფურ აქტივობაში ჩართვა საჭიროებისამებრ;

რუტინული აქტივობების წარმართვა;

წიგნიერების წარმართვა დიდ და მცირე ჯგუფებში;

დაწესებულებიდან გასვლით ღონისძიებების წარმართვა;

უსაფრთხოებაზე და ჯანმრთეკობაზე ზრუნვა;

მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის აქტივობებს ესწრებოდა ქალაქ ზუგდიდის მე-2 საბავშვო ბაღის გამგე ქალბატონი ქეთინო მესხია.

საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიის მომზადება/გადამზადების პროგრამის კორდინატორი ქალბატონი ლელა გრიგოლაია.

ბენეფიციარების აქტივობები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო აღსაზრდელების ჩართულობით. შეფასებულ იქნა თითოეული ბენეფიციარი პროგრმიდან გამომდინარე შედეგების შესაბამისად . პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი დადებითად შეფასდა .